დეკორაციული სოფელი საქართველოში, სადაც 15 მილიონიანი, სკანდალად ქცეული ფილმი გადაიღეს - მისტიური ადგილი, რომლის შესახებ შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს (ფოტოები)

"მი­ტო­ვე­ბუ­ლი უდაბ­ნოს სო­ფე­ლი, რუს­თავ­თა­ნაა, კი­ნოს იღებ­დნენ და დე­კო­რა­ცი­ის­თვის აა­შე­ნეს, მე­ო­რე ვერ­სი­ით ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლის წინ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტუ­რია" - ამ წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი ცნო­ბილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა, რა­საც დიდი ინ­ტე­რე­სი მოყ­ვა... მკი­თხველს ამ დე­კო­რა­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ჩვე­ნი სტა­ტი­ი­დან გა­ვაც­ნობთ...

პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი:

- ბულ­გა­რულ-ქარ­თულ­მა ჯგუფ­მა გა­და­ი­ღო ფილ­მი - The Lady of Heaven, მუ­ჰა­მად წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზეა. ეს ქა­ლაქ მე­დი­ნას დე­კო­რა­ცი­აა ფილ­მი­დან. ცოტა მო­შო­რე­ბით იყო ქა­ლაქ მე­ქის დე­კო­რა­ცი­აც თა­ვი­სი ქა­ა­ბის ქვით და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის კუ­ბით. სახ­ლე­ბი ცოტა იყო აქ, სულ
5-6, და­ნარ­ჩე­ნი კომ­პი­უ­ტე­რით და­ა­მა­ტეს. ახლა ამ­ბო­ბენ ჯარი იყე­ნებ­სო წრთვნე­ბის­თვი­სო, არ ვიცი რამ­დე­ნად ზუს­ტია ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში ფოტო არ­სე­ბობს...


ფილ­მის - The Lady of Heaven მო­ნა­წი­ლე - ლაშა კან­კა­ვა:

- ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, დე­ტა­ლე­ბი აღარც მახ­სოვს... ფილ­მი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო. ჩემი რო­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, აბუ ობა­ი­დას ვთა­მა­შობ­დი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უარ­ყო­ფი­თი გმი­რის ბან­და­ში ვი­ყა­ვი. ფილ­მის ორი ვა­რი­ან­ტია, თა­ნა­მედ­რო­ვე და ის­ტო­რი­უ­ლი. მე ძველ დრო­ში ვთა­მა­შობ­დი. რო­ლის მი­ხედ­ვით ერთ-ერთი მო­წი­ნა­აღ­დე­გის ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი..

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­კო­რა­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქი სა­გან­გე­ბოდ ფილ­მის­თვის აშენ­და?

- დიახ, სა­გან­გე­ბოდ აშენ­და და ახ­ლაც არ­სე­ბობს. გა­და­ღე­ბე­ბი იმ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მე ფილ­მის თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ და იქ გა­და­ღე­ბე­ბი არ მე­ხე­ბო­და. ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ვთა­მა­შობ­დით...

ფილ­მის თრე­ი­ლე­რი კი ვნა­ხე ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მაგ­რამ შემ­დეგ ფილ­მს რა ბედი ეწია, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი არ მაქვს. წარ­მა­ტე­ბის, რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ არ ვიცი. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სორ­მა იმუ­შა­ვა და მსა­ხი­ო­ბე­ბიც კარ­გე­ბი იყ­ვნენ...

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რო­დე­საც უცხო­უ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- ძა­ლი­ან კარ­გია და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უცხო­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი უნდა იყოს. უფრო მეტი უნდა იყოს ის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი, უცხო­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ქაჩ­ვას ცდი­ლო­ბენ. ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო რა­მის მო­ძებ­ნა. ეს იქ­ნე­ბა არ­ქი­ტე­ტუ­რა, რე­ლი­ე­ფი, ნე­ბის­მი­ე­რი - ის­ტო­რი­უ­ლი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის შე­სა­ფე­რი­სი.

ზღვა, მთა, უდაბ­ნო, ტყე, თოვ­ლი - ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბაა და თან ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს. მსა­ხი­ო­ბებ­საც უკვე ბევრ უცხო­ურ პრო­ექ­ტში აქვთ ნა­მუ­შე­ვა­რი. დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი უმე­ტე­სად სულ თე­ატ­რებ­ში არი­ან, კინო რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა... ამი­ტომ რაც უფრო მეტი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, სა­მუ­შა­ოც უფრო მეტი იქ­ნე­ბა. მუ­შა­ო­ბას გა­მოც­დი­ლე­ბა მო­აქვს, გა­მოც­დი­ლე­ბით კი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბი იმ მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მსხვილ­მას­შტა­ბი­ან ფილ­მებ­ში თა­მა­შო­ბენ.

ახ­ლაც ისე მოხ­და, რომ ნე­ტფ­ლიქ­სის ფილმში ქარ­თვე­ლებ­მა ითა­მა­შეს. მა­ნამ­დე -„ ფორ­სა­ჟი“ გა­და­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, აზი­ი­და­ნაც იყ­ვნენ, კი­დევ ბევ­რი იგეგ­მე­ბა და ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. კი­ნოს სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები