რეჟისორი და მსახიობი ციცინო კობიაშვილის შესახებ ადრეც დაგვიწერია. გარდა ძირითადი საქმიანობისა, საკმაოდ ხელმარჯვე და შემოქმედი ქალბატონია, ძალიან უყვარს დღესასწაულები, შობა, აღდგომა, ახალი წელი. როგორც თავად ამბობს, ამ დროს უჩნდება ლამაზი ნივთებისა თუ კომპოზიციების გაკეთების სურვილი, თემატურად აფორმებს და შემდეგ მეგობრებსა და ახლობლებს საკუთარი ნახელავით ანებივრებს. ამჯერად მისი სააღდგომო კვერცხებით მოვიხიბლეთ და მათ გთავაზობთ, მოგვიანებით კი ქალბატონი ციცინოს სხვა, კიდევ უფრო სერიოზულ და საინტერესო გატაცებასაც გაგაცნობთ.