როგორ ააგო მილიარდერმა "ნოეს კიდობანი" უდაბნოში და მოათავსა ადამიანები მინისა და ბეტონის ბუნკერში - ექსპერიმენტი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობდა

რა მოხდება მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია იმდენად განვითარდება, რომ ადამიანები სხვა პლანეტების სტუმრები გახდებიან? შესაძლებელია თუ არა, რომ მარსზე ვაშლის ხეები აყვავდეს? 

ამერიკელ მაგნატსა და მილიარდერს, რომელმაც თავისი ქონება ნავთობით მოიპოვა, ედვარდ ბასს, სავარაუდოდ პარანოიის მსუბუქი ფორმა ჰქონდა. ის ტეხასიდან იყო, მდიდარი ოჯახიდან, არასდროს არაფერი აკლდა, მათ შორის - ფობიებიც. მისი ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფობია საყოველთაო აპოკალიფსის შიში იყო. დღევანდელ რეალობაში ბასს ფსიქოლოგის თერაპიული კურსი ძალიან დაეხმარებოდა, მაგრამ მაშინ მან ასე გადაწყვიტა: თუ არ შეგიძლია, რომ წინ აღუდგე რამეს, თავად უხელმძღვანელე.


მან
გადაწყვიტა აეშენებინა დახურული, იზოლირებული გუმბათოვანი სივრცის დიდი სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა გარე სამყაროსგან. მიზანი ერთი ჰქონდა - გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა გადარჩენა ხელოვნურ სივრცეში, თუ სამყაროს აღსასრული ეწვეოდა.
რეალურად ნავთობმწარმოებელმა ააგო ახალი ნოეს კიდობანი, რომელსაც "ბიოსფერო-2" უწოდა, პირველ ბიოსფეროდ კი პლანეტა დედამიწა ითვლებოდა. იდეის განხორციელებაში მაგნატს ეკოლოგი, ინჟინერი ჯონ ალენი დაეხმარა. 10 კვ.კმ. გამჭვირვალე გუმბათების ქვეშ მცენარეები, ცხოველები და, რაც მთავარია, ადამიანები დაასახლეს.


მშენებლობა არიზონაში 1987 წელს დაიწყო. მინისა და ბეტონის "ბუნკერის" აშენება 150 მილიონი დოლარი დაჯდა. მთელი კომპლექსი დაყოფილი იყო ხუთ ბიოტოპად სხვადასხვა კლიმატით: ტროპიკული ტყე, ფსევდოოკეანე უჩვეულო ქიმიური შემადგენლობით, უდაბნო, სავანა და მანგროს შესართავი.
გარდა ამისა, იყო ორი ხელოვნურად შექმნილი ბიოტოპი იყო - მინდვრები და ბაღები, ისინი განლაგებული იყო საცხოვრებელი უბნებისა და ლაბორატორიების გვერდით, სადაც ადამიანებს უნდა ეცხოვრათ. საძოვრებზე გაუშვეს ოთხი მდედრი და ოთხი მამრი თხა, 35 ქათამი სამი მამლით, ორი მდედრი და ორი მამრი ღორი. ადგილობრივ აუზში გაუშვეს თევზი.

"ბუნკერის" მთელი ტერიტორიის ქვეშ განთავსებული იყო რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რომელიც გუმბათების ქვეშ არსებული წყლისა და ჰაერის გაწმენდას უნდა დახმარებოდა. გარეთ დამონტაჟდა ბუნებრივი გაზგასამართი სადგური, რომელიც მთელ კომპლექსს ენერგიით ამარაგებდა.
ორგანიზატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექსპერიმენტის სისუფთავე: მოხალისეებს ორი წელი უნდა ეცხოვრათ ნოეს კიდობანში. მათ უნდა მიეღოთ საკვები, სუფთა წყალი, ჰაერი და უნდა შეძლებოდათ ნარჩენების სწორად დამუშავება. მოხალისედ ოთხი მამაკაცი და ოთხი ქალი შევიდა: აგრონომი, ექიმი, ოკეანოლოგი და ეკოლოგი. ერთი ვაჟი და გოგონა შეყვარებულები იყვნენ. წინ გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ ექსპერიმეტის შემდეგ მათ იქორწინეს, დანარჩენი წევრები კი დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.

1991 წლის 26 სექტემბერს კოლონისტებმა ახალი სახლის ზღურბლს გადააბიჯეს და მათ უკან ჭიშკარი დაიხურა.
ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მას ერთი პიცის მოსამზადებლად 4 თვე დასჭირდა. ჯერ ხორბლის მოსავალი უნდა მიეღო, ცომი რომ მოეზილა, შემდეგ თხა უნდა გამოეკვება, რომ მოეწველა, მიეღო რძე და გაეკეთებინა ყველი.
მისი თქმით, მან ორი წელი და 20 წუთი გაატარა იზოლირებულ სამყაროში, თუმცა წითური ლამაზმანი ერთ ამბავს არ ყვება - ბიოსფეროში შესვლიდან ორი კვირის შემდეგ გოგონამ ბრინჯის ქერქის გადმამუშავებელი მანქანის ჩართვის დროს შუა თითის წვერი მოიჭრა, ადგილობრივმა ექიმმა ვერაფრის გაკეთება მოახერხა და ჯეინი სასწრაფოდ გადაიყვანეს არიზონას საავადმყოფოში, სადაც თითი ისევ ადგილზე მიაკერეს. შვიდი საათის შემდეგ ჯეინი ისევ დააბრუნეს ბიოსფეროში. მაშინ ინტერნეტი არ იყო და რა ხდებოდა სახლში, რეალურად ჟურნალისტები მხოლოდ ორგანიზატორებისგან გებულობდნენ.
- ნახშირორჟანგი კვებავდა ტკბილ კარტოფილს, რომელსაც მე ვზრდიდი. ჩვენ ვჭამეთ ძალიან ბევრი ტკბილი კარტოფილი. ეს ტკბილი კარტოფილი ჩემი ნაწილი გახდა. ფაქტობრივად, იმდენი ვჭამეთ, რომ სტაფილოსფერი გავხდი. თითქოს საკუთარ თავს ვჭამდი, - ჰყვება მონაწილე.
ძალიან მალე გახდა აშკარა, რომ იდეა, ექსპერიმენტის მონაწილეებს ნატურალური მეურნეობა ეწარმოებინათ და ასე ეკვებათ, არ იყო წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შრომობდა, მოსავალი საკმაოდ მცირე და არაკალორიული იყო და კოლონისტები თითქმის მშივრები რჩებოდნენ. თევზი მალე გაწყდა. ცდილობდნენ, ქათმის და თხის ხორცი გამოეზოგათ და კვირაში ერთხელ მიირთმევდნენ, დანარჩენი დრო კი ბოსტნეულით იკვებებოდნენ, თუმცა რასაკვირველია, არ ჰყოფნიდათ.

გარემო სულ უფრო უარესდებოდა, კოლონისტებისთვისაც და ფლორა-ფაუნისთვისაც. ჟანგბადის რაოდენობის შემცირების მიზეზი მისიის დასრულების შემდეგ გაირკვა. მიკრობები, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან ნიადაგში, გარდაქმნის ჟანგბადს ნახშირორჟანგად. ჟანგბადი და ნახშირორჟანგი რეაქციას ქმნიდნენ ბეტონთან, წარმოქმნიდნენ კალციუმის კარბონატს, რამაც გამოიწვია ჟანგბადის იდუმალი გაქრობა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა გუმბათის შიგნით არსებულ ეკოლოგიურ გარემოზე: ფრინველები სწრაფად დაიღუპნენ, თხები რძეს არ იძლოდნენ, მაგრამ მწერები, განსაკუთრებით ტარაკნები, თავს მშვენივრად გრძნობდნენ და ჯგუფებად დადიოდნენ ადამიანებთან, ანადგურებდნენ მათ მარაგს...
თუმცა ექსპერიმენტის წარუმატებლოის მიზეზი სამშენებლო ინჟინერიის და ეკო-პლატფორმის შეცდომა არ ყოფილა - ადამიანებმა ვერ შეძლეს მისიის დასრულება. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს არასდროს გაუტარებიათ ამდენი დრო ჩაკეტილ სივრცეში, სხვა ადამიანებთან ერთად და უკვე სამი თვის შემდეგ ისინი ფსიქოლოგიურად გადაღლილები იყვნენ.ზოგი ფიქრობდა, რომ ისინი ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას, მთელი ენერგია გადარჩენისთვის პირობების შენარჩუნებას ხმარდებოდა, ისინი თვლიდნენ, რომ ეს პასუხისმგებლობა შეიძლებოდა ორგანიზატორებს დაკისრებოდათ, მაგალითად, წყლის გაწმენდა, ბოსტნეულის მოყვანა და მიწოდება, აღჭურვილობისა და ნიმუშების იმპორტი/ექსპორტი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს იყო სამეცნიერო სამუშაო. ისინი იყვნენ მეცნიერები, რომლებიც იქ სწორედ ამის გასაკეთებლად მივიდნენ.
ზოგი კი იმას აპროტესტებდა, რომ შეუძლებელი იყო ექსპერიმენტის პირვანდელი წესების შენარჩუნება და ისინი დამოუკიდებლად უნდა გამკლავებოდნენ ამას. ისინი შიშობდნენ, რომ ოპონენტები ექსპერიმენტს მიიყვანდნენ საკვების იმპორტის აუცილებლობამდე, რაც პროექტის ნამდვილი მარცხი იქნებოდა. შედეგად, გუნდი ორ ბანაკად დაიშალა: ცალ-ცალკე სადილობდნენ, არ იკრიბებოდნენ საღამოობით და არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.

და ეს ყველაფერი არასრულფასოვანი კვების ფონზე. სხვათა შორის, ექიმმა როი უოლფორდმა, ზომიერი კვებისა და ვეგეტარიანობის მქადაგებელმა, განუცხადა მათ, რომ დღეში 1500 კალორია საკმარისია იმისათვის, რომ გუნდმა თავი ნორმალურად იგრძნოს და იყოს ჯანმრთელი. თუმცა ექსპერიმენტის სხვა მონაწილეები ასე არ ფიქრობდნენ. მათ, ისპანახის მოყვარული უოლფორდისგან განსხვავებით, ძალიან უყვარდათ და მთელი ცხივრება მიირთმევდნენ არიზონას სტეიკებსა და რძის კოქტეილებს. შეზღუდულმა კვებამ, დიეტამ ძალიან იმოქმედა მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არა ფიზიკურზე. უოლფორდი მართალი იყო. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი კარტოფილისა და მჟაუნის წყალობით, ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე ნორმაში ჰქონდა, დაეცა არტერიული წნევაც. დიახ, ექსპერინეტებს წევრები იყვნენ მორალურად გატეხილები, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელები...

1992 წლის ნოემბერში ზოგიერთმა წევრმა მარცვლეულის მარაგის ჭამა დაიწყო, რომელიც შენობის შიგნით არ ინახებოდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია საკვების საცავისა და საკვების კონტრაბანდის შესახებ. ცხადი გახდა, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მის ორგანიზატორებს სულ უფრო მეტად ადანაშაულებდნენ ცოცხალ ადამიანებზე ძალადობაში.
1993 წლის სექტემბერში ბიოსფერო 2-ის კარი გაიღო...

დღეს ბიოსფერო 2-ის შენობას ეკუთვნის არიზონას უნივერსიტეტს, რომელიც აქ ეკოლოგიურ კვლევებს ატარებს. მსურველებს შეუძლიათ ამ ადგილის დათვალიერება, ექსკურსიაზე წასვლა, რათა ნახონ, როგორ ცხოვრობდნენ ბიოსფერელები. მათ ხომ შიგნით ყველაფერი ხელუხლებლად დატოვეს.


როგორ გამოიყურება 18 მილიონიანი ბუნკერი - ბიზნესმენმა ის კატასტროფებისა და ომებისგან თავდასაცავად ააგო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები