ფაბერჟეს აღდგომის კვერცხები - სულ 54-ია შემორჩენილი და მილიონები ღირს!

აღდგომის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება ხოლმე ყველაზე ძვირად ღირებული აღდგომის კვერცხები - ფაბერჟეს ნაწარმი, რომელიც არ კარგავს არც ფასს და არც პოპულარობას.

საიუველირო ნაწარმის განთქმული სერია შესრულებული იყო კარლ ფაბერჟეს ფირმის მიერ. სერია იქმნებოდა 1885-1917 წლებში რუსეთის იმპერატორის ოჯახისა და კერძო მყიდველთათვის. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთაგან 54 საიმპერატორო იყო, კერძოდ, ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ისთვის.

პირველი კვერცხი 1885 წელს შეიქმნა - მეფე ალექსანდრე II-მ შეუკვეთა მეუღლისთვის როგორც სააღდგომო საჩუქარი. გარედან მინანქრით იყო მოპირკეთებული, ხოლო გული მთლიანად ოქროსი ჰქონდა. გულში პატარა მამალი

იყო გამოსახული.

მათგან 52 სააღდგომო კვერცხის სახით იყო შექმნილი. შვიდი კვერცხი კელხების ოჯახისთვის შეიქმნა მოსკოვში.

კვერცხები ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა ან მყარი ქვებისგან, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტები იყო დატანებული. ტერმინი "ფაბერჟეს კვერცხი" დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები ამჟამდ საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული. სულ შემორჩენილია 54 ეგზემპლარი, რომელიც კერძო კოლექციებსა და მუზეუმებშია შემონახული და მილიონობით დოლარი ღირს. 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები