იმის წყალობით, რომ არსებობენ კრეატიული არქიტექტორები, რომლებიც ვერ ივიწყებენ ბავშვების ოცნებებს და ცდილობენ ფანტაზია და ოცნება რეალობად აქციონ, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ძალიან საინტერესო პროექტებს ვხვდებით, მაგალითად, სახლებს ხეებზე. ხის კენწეროში დაბინავება ალბათ, ბევრ ადამიანს ამოგზაურებს ზღაპრულ სამყაროში.
ეს ულტრა თანამედროვე ეკო კურორტი კრიუგერის ეროვნულ პარკში მდებარეობს ერთ-ერთ კერძო სექტორში, აქ ყველაფერი ეკოლოგიის სრული დაცვით არის გაკეთებული და დამსვენებლებს ეძლევათ საშუალება შესანიშნავი, დაუვიწყარო დრო გაატარონ ცივილიზაციის მიღმა. აქ საკუთარი თვალით არის შესაძლებელი ველური ცხოველების პოპულაციების ხილვა ხის კენწეროდან ისე, რომ ადამიანის
სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს.
ეს საოცარი პროექტი კი კანადაში გახლავთ რეალიზებული. უღრან ტყეში ჩამალული კაფსულები თავგადასავლების მოყვარულთ ნამდვილად აღაფრთოვანებს. თითოეული სფერო მიწასა და ცას შორის არის დაკიდებული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სფეროში მოხვედრა კი საჰაერო კიბითა და ხიდით არის შესაძლებელი. ამ ადგილს ტურისტები სამოთხის კიბეს უწოდებენ. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს აქ გატარებულ დღეები და ემოციები არასდროს დაავიწყდეს.
ეს კი ხეებზე აშენებული ყველაზე დიდი სახლია, რომელიც აშშ-ში მდებარეობს, ტენესის შტატში. ამ სახლის ისტორია 1990 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ლანდშაფტის დიზაინერმა აქ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამბობს, რომ ხილვა ჰქონდა და ღმერთმა უბრძანა ხეზე სახლის აშენება, სადაც მორწმუნეები შეიკრიბებოდნენ. დიზაინერმა 14 წლის განმავლობაში 10 ნაგებობა გააკეთა, რომელიც 30 მ-ზე გადაიჭიმა. ნაგებობის საერთო ფართი 930 მ-ია.
ეს ერთადერთი საცხოვრებელი სახლია ხეზე, სადაც ენთუზიასტი ცხოვრობდა, აშენებდა და საკუთარ ეკლესიაში ქადაგებდა კიდეც. სამწუხაროდ, 2019 წელის დამანგრეველი ხანძრის გამო მთელი კომპლექსი განადგურდა.
ეს კი რომანტიკული ადგილია პერუში, სადაც დამსვენებლებს სულ სხვა განზომილებაში და სხვა დონზე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) საოცარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ჰპირდებიან.
ვისაც ველურ ბუნებასა და უშფოთველ გარემოში სურს ემოციებით აღსავსე დასვენება შეუძლია ეწვიოს შრი-ლანკას. 8 მ-ის სიმაღლეზე განთავსებული ლუქს ნომრები გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს ადამიანს. აქ დასვენების დროს ადამიანს შეუძლია მიმართოს ფოტო ნადირობას ლეოპარდებზე, გაიაროს სხვადასხვა მასტერ კლასი ველურ ბუნებაში, ერთი სიტყვით ეს ადგილი აქტიური დასვენების მოყვარულებსაც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს და აღაფრთოვანებს.