საქართველოს პრეზიდენტების ქონება - ოფიციალური ინფორმაცია

საქართველოს პოლიტიკოსების ქონება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს პოლიტიკოსი პრეზიდენტია.

რა ქონებას ფლობდნენ ქვეყნის პირველი პირები უწინ და რომელი პრეზიდენტი ხარჯავს საკუთარ ხელფასს ქველმოქმედებაში, „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ამ კითხვებზე პასუხები მაქსიმალურად გაეცა: (სტატიაში გამოყენებულია პრეზიდენტების მიერ ვადის ამოწურვის წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციები)

ედუარდ შევარდნაძე


საქართველოს მე-2 პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო 1995 წლის 26 მაისი – 2003 წლის 23 ნოემბერი

2003 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი სახელმწიფოს ეკუთვნის. „ვცხოვრობ სახლში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის“ - წერია
დოკუმენტში.

იმავე პერიოდის მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის სხვადასხვა დროს 20 273 ამერიკული დოლარის ანაბარიც უფიქსირდება სს „საქართველოს ბანკში“, რომლის დახურვის თარიღად 2002 წლის 2 დეკემბერია მითითებული.

შევარდნაძის დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც 888 დოლარს შეადგენს, ხდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიწვეული მხარის მიერ.


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. თანამდებობაზე ყოფნის დრო (მეორე ვადით) - 2008 წლის 20 იანვარი –2013 წლის 17 ნოემბერი

მიხეილ სააკაშვილის სახელზე ფიქსირდება მიწის ნაკვეთები ყვარელში, რომელთა საერთო ფართობიც 19103 კვ.მ.-ია, ასევე საცხოვრებელი სახლი ქალაქ ყვარელში 97 კვ. მ. ფართობით, მიწის ნაკვეთი ყაზბეგში 500 კვ. მ. ფართის ოდენობით.

ჯამში, სააკაშვილის მიერ მიწის ნაკვეთებში გადახდილი თანხა 104 920 ლარს შეადგენს.

მიხეილ სააკაშვილის დეკლარაცია 2013 წელს არის შევსებული. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები