გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს.
ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული?
კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილიონი დოლარი
კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო მდიდარ პოლიტიკურ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, პიერი 1968 წლიდან 1979 წლამდე და 1980-დან 1984 წლამდე
უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობდა.
გარდა წლიური ხელფასისა , რომელიც 389,200 კანადურ დოლარს შეადგენს, ტრუდოს აქვს მემკვიდრეობა მამისგან, რომელიც 2013 წელს დაახლოებით 1.2 მილიონ დოლარად შეფასდა.
სანამ საჯარო თანამდებობაზე აირჩევდნენ, ტრუდო თავისი საჯარო გამოსვლებიდან წელიწადში 450,000 დოლარს გამოიმუშავებდა. მისი მთლიანი ქონება ბოლო მონაცემებით შეფასებულია 5 მილიონ დოლარად.
უკრაინა: ვოლოდიმირ ზელენსკი - 20 მილიონი დოლარი
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის ქონება 2019 წლის მაისში ინაუგურაციისას 1,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, Forbes-ის 2022 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, სავარაუდოდ, ის დაახლოებით 20 მილიონი დოლარს ფლობს.
მედია თავის სტატიაში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის პირობებში მილიარდერი გახდა და რამდენიმე ვილასთან ერთად, იახტები, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. Forbes-მა გავრცელებულს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 20 მილიონ დოლარს ფლობს.
2018-2019 წლის დეკლარაციების მიხედით, ზელენსკი უძრავ ქონებას საქართველოშიც ფლობდა, კერძოდ, მისი ოჯახი მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელი იყო, თუმცა რომელ ქალაქში, ეს პრეზიდენტს დაზუსტებული არ ჰქონდა. თუმცა 2020 წლის დეკლარაციაში ეს ქონება აღნიშნული აღარ აქვს, რამდენადაც მან ბინები დიდი ალბათობით გაყიდა.
ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობამდე ზელენსკი ცნობილი მსახიობი, კომიკოსი და პროდიუსერი იყო. ის ყველაზე მეტად ცნობილი იყო სატირულ სერიალში „ხალხის მსახური“ მონაწილეობით, რომელშიც მან განასახიერა ისტორიის მასწავლებელი, რომელიც შემთხვევით ხდება უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის ასევე აქვს 25%-იანი წილი სამაუწყებლო ჯგუფში Kvartal 95, რომელიც მან დააარსა. განაგრძეთ კითხვა