როგორ გამოიყურება საზოგადოებრივი ტუალეტები ტოკიოში და რატომ არის გამჭვირვალე

ტუალეტი, საპირფარეშო, საჭირო ოთახი ყველაზე განმარტოებული ადგილია დედამიწის ზურგზე. ეს გასაგებიც არის, თუმცა არა - იაპონელებისთვის. ჯერ კიდევ 2021 წელს იაპონელებმა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის გააკეთეს გამჭვირვალე ტუალეტები. მართლაც საოცარი ტუალეტებია, გამჭვირვალე ჭკვიანი მინებისგან.

კაბინები განსხვავდება ფერებით. ცისფერი და იასამნისფერი - მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, ვარდისფერი და წითელი კი ქალებისთვის. რა თქმა უნდა, კარზე აუცილებელი ემბლემაც ფიგურირებს.
ამ პროექტის ავტორი ადგილობრივი არქიტექტორი სიგერუ ბანია, რომელიც არქიტექტურის დარგში პრემიის ლაურეატიც კი გახდა. რატომ გადაწყდა მსგავსი ტიპის ტუალეტების გაკეთება? სპეციალისტების აზრით, ასე ადამიანი,
რომელიც გადაწყვეტს ტუალეტით სარგებლობას, გარედანაც კი შეაფასებს სუფთაა თუ არა ტუალეტი და დაკავებულია თუ არა იგი.

რა თქმა უნდა, ყველაფერი არც ისე საშიშია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ფერადი შუშებისგან დამზადებული კედლები მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. როდესაც ის თავისუფალია, დენი ელექტროკრისტალებს ათანაბრებს, რათა მეტი შუქი გამოჩნდეს და მინას გამჭვირვალე ეფექტი ეძლევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტუალეტში ადამიანი შედის, მინის კედლები იბურება. ასე რომ, გარედან იმის გარჩევა, თუ რა ხდება შიგნით, ძალიან ძნელია, მხოლოდ სილუეტი მოჩანს.
კაბინაში მყოფი კი მშვენივრად ხედავს ყველაფერს, რაც გარეთ ხდება. საღამოობით ასეთი ტუალეტები ფერადად ანათებს და ეს ნათება პარკებსა თუ სკვერების დამატებითი განათების წყაროა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელები ერთ-ერთი სუფთა ხალხია მსოფლიოში. ისინი ჰიგიენას ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ. ისეთი ადგილები, როგორიც საპირფარეშოა, მათთან ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია. ასე რომ, თუ ვინმე გადაწყვეტს და სათანადოდ არ დაიცავს სისუფთავის ნორმებს გამჭვირვალე ტუალეტში, აუცილებლად შერცხვება.
აღსანიშნავია ასევე, რომ საზოგადოებრივი გამჭვირვალე ტუალეტები აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი სისტემებით, მაგალითად დასაჯდომის გამათბობლით, ჭკვიანი ვენტილაციით და სხვა. ქალაქის ცენტრში გამჭვირვალე ტუალეტები კი პრინციპულად ახალი დონეა.

კომენტარები

3@ 2023-09-09 15:44
ამაზე მაგარი შაყირი (ხუმრობა) არ მსმენია ამ ბოლო დროს. და თბილისის საზოგადოებრივი (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) კი არა , ორგანიზაციების ტუალეტები როგორია ზოგადად? და ხალხს ევროპა ელანდება და ცივილიზებურობის პრეტენზია აქვს.
# 2023-09-08 23:46
ეს დაახლოებით ისეთია, ნავთლუღის ბაზართან რომ არის. ოღონდ ჩვენს ტუალეტები სქესი არ გააჩნია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები