პარკინგებზე ათენებს ღამეებს და სპორტდარბაზებში ბანაობს - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელმაც საცხოვრებელი სახლი გაყიდა და მანქანა იყიდა

ნიკიტა კრამპს სახლი არ აქვს, სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში ჰყავს მილიონობით გამომწერი. გოგონა არ მღერის, არ ცეკვავს და არც სკეჩებს იღებს, ის უბრალოდ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას უჩვენებს გამომწერებს. ეს საკმარისია. ცხოვრების ასეთი განსხვავებული სტილი, რომელიც თავად აირჩია, ნამდვილად იშვიათობაა.

მისი პოპულარობა და ბლოგერული კარიერა ეკონომიამ გაზარდა. მას ყოველთვის ძალიან უნდოდა მოგზაურობა, თუმცა თავს ამის უფლებას ვერასდროს აძლევდა. საერთოდ, არაფერი შეეძლო, იაფფასიან კვების ობიექტებში იკვებებოდა, ტანსაცმელს მხოლოდ ფასდაკლებებზე იძენდა. მხოლოდ საცხოვრებელი სახლი გააჩნდა. მალევე გააცნობიერა, რომ მისი ხელფასი მხოლოდ სახლს და საკვებს
ჰყოფნიდა, ვერანაირი დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებდა, მისი ცხოვრება ციყვის ბორბალში სირბილს ჰგავდა. ამერიკაში სახლის ქირაობა ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბევრი საცხოვრებელ სახლებად საწყობებს და ფარდულებსაც კი ქირაობს. ერთი სიტყვით, ცხოვრება ნიკიტას ძალიან უჭირდა.

ბევრი იფიქრა გოგონამ და პრობლემა რადიკალურად გადაწყვიტა - რადგან ფინანსები არ ჰყოფნიდა, გადაწყვიტა ხარჯი იმაზე შეემცირებინა, რაც ყველაზე ძვირი უჯდებოდა, ანუ საცხოვრებელ სახლზე, ანუ ბინის ქირაზე. გაყიდა თავისის ნივთების უმეტესობა, უკან დაიბრუნა გადახდილი ქირის ნაწილი და ცხოვრება მანქანაში გააგრძელა. თითქოს ცუდად არ ჟღერს, სახლი ბორბლებზე ძალიან კომფორტულიც არსებობს. მასში ცხოვრება ხომ მხოლოდ პლუსებისგან შედგება - არანაირი ქირა, მინი-სამზარეულო, შხაპი, ბიო ტუალეტი - იცხოვრე და ისიამოვნე. თუმცა ასეთი სახლებით ათობით ათასი დოლარი ღირს. ტრეილერის ფული ნიკიტას არ ჰქონდა, ამიტომ ჩვეულებრივ ჰონდა სივიკში დასახლდა, პაწაწუნა მანქანაში, რომელშიც ერთი ჩანთის გარდა მართლაც არაფერი ეტევა.
მერე მიხვდა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და ჰონდა პატარა ფორდის ფურგონით ჩაანაცვლა. ცხოვრობს ფურგონში ბორბლებზე უკვე ერთი წელია, გამომწერებს კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

რა თქმა უნდა, უსახლკარო ნიკიტას ყოფა ძალიან მოკრძალებულია - საძილე კარავი, რამდენიმე პლედი, ტანსაცმელი და ნოუთბუქი. ყოველდღიური ცხოვრებისეული წვრილმანები კი აკურატულად აქვს ჩალაგებული ყუთებში და ისე შენახული მანქანის საბარგულში.
გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ჰიგიენის საკითხები, სარეცხის რეცხვა, თუმცა ახალგაზრდა ბლოგერი ამასაც წარმატებით უმკლავდება. შხაპს სპორტდარბაზებში იღებს, სარეცხს სამრეცხაოში რეცხავს, ღამე კი სუპერმარკეტების პარკინგზე სძინავს, თუ გზაში შემოაღამდა, ხელნაკეთი ფარდები დახმარებით იქმნის სიმყუდროვეს.
მიუხედავად სპარტანული პირობების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონისა ნიკიტა საერთოდ არ ჰგავს უსახლკაროს, ის სიცოცხლით სავსეა, ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული და რაც ყველაზე მთავარია, ღიაა ახალი შთაბეჭდილებებისთვის.
ერთი წლის განმავლობაში გოგონამ რამდენიმე შტატი მოინახულა, დაათვალიერა. ორ ადგილას მუშაობს და ჩვეულებრივად ხვდება მეგობრებს. აცხადებს, რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და ის ფაქტი, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში ათენებს, არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

კომენტარები

სვანსკი 2023-09-13 12:03
ყოჩაღ. დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია
ნათია 2023-09-13 09:48
სახლის ფასად მარტო ეს ფურგუნი იყიდაა, კარგი დიდი მანქანა ეყიდა, სადაც შეარებით მართლა ნორმალურად იცხოვრებდა, შტერი
jorj 2023-09-13 00:41
არავის არ აინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება სახში იცხოვრებს გამოქვაბულში ცაში თუ მანქანაში.
გიიორგუნა 2023-09-11 21:17
ავადმყოფი ერთუჯრედიანი საკუთარ კრესლოს და საძიებელს რომ არ გაცელინან დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორთან პულტით არაფრისმაქნისი კაცუნების და ცოლის მონა ბოღმიანი ქალების კომენატრები!! გულს მირევთ, ცხოვრება ხანმოკლეა ამ გოგოს უფრო მეტი უნახავს ამ ცხოვრებაში თუ თქვენ საკუთარ თავებს შეეკითხეთ.
მეცინება 2023-09-11 17:12
ამისთანა რა სახლი გაყიდა და ამისთანა რა მანქანა იყიდა სახლის ფასად რომ დაუჯდა ამ გამოლიბერასტებულ ქათამს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები