როგორც წესი, ტიტულოვანი ადამიანების პირად ცხოვრება საგულდაგულოდ იმალება ხოლმე, მათი სტუდენტობის პერიოდიც კი, როდესაც ისინი, ისევე, როგორც სხვა მათი თანატოლები, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ. თუმცა მონდომებული ჟურნალისტები მაინც ახერხებენ ხოლმე პაპარაცული ფოტოების მოპოვებას, რომლითაც შეიძლება იმის გაგება, თუ როგორ და სად ცხოვრობდა ესა თუ ის ცნობილი პიროვნება ახალგაზრდობაში.
ტიტულოვან ადამიანებში მოიაზრებიან სამეფო ოჯახის წევრებიც, რომლებიც ოდესღაც სამეფო აპარტამენტების ნაცვლად დროებით საცხოვრებელს აფარებდნენ ხოლმე თავს. თავის დროზე რეალური ცხოვრება საკუთარ თავზე გამოსცადა პრინცმა ჩარლზმა, მისმა შვილებმა ედვარდმა და მეუღლე ჰერცოგინია სოფიმ და
მათმა შვილმა ლედი ლუიზა უინძორმა, პრინცესა ევგენიამ, ზარად ტინდალმა და რაღა თქმა უნდა, ქეით მიდლტონმა, ამჟამად პრინცის მეუღლემ, იმხანად კი ერთმა ჩვეულებრივმა გოგონამ, რომელსაც ასევე არისტოკრატული ფესვები აქვს.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სენტ-ენდრიუსკომის უნივერსიტეტში სწვალების პირველ წელს წმინდა სალვატორის საერთო საცხოვრებლის რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. მათი საცხოვრებელი ინტერიერი სულაც არ ჰგავდა სამეფო აპარტამენტებს.
პრინცი ჩარლზი
პრინცი ჩარლზი კი კემბრიჯის უნივერსიტეტში შეისწავლიდა ანთროპოლოგიას, არქეოლოგიასა და ისტორიას. იგი ტრინიტი კოლეჯში ცხოვრობდა. ეს ფოტო 1967 წელს არის გადაღებული.
პრინცი ჰარი
პრინც ჰარის უნივერსიტეტში არ უსწავლია, თუმცა კოლეჯში კი დადიოდა. 2018 წელს გადაღებულ ამ ფოტოში კარგად ჩანს მისი ოთახის ინტერიერი.
სემუელ ჩატო
პრინცესა მარგარეტის შვილიშვილი სემ ჩატო და მისი ძმა არტური ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სწორედ ამ სივრცეში ატარებდა თავის სტუდენტურ წლებს დამწყები მხატვარი.
ლედი ამელია უინძორი
ლედი ამელიას ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ტიტულოვანი მოდელი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში და საჯაროდ აზიარებს თავისი "სტუდენტური ბუნაგის" ფოტოებს.
პრინცესა ევგენია
პრინცესა ევგენია კი ნიუკასლის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც ოთახის ღირებულება 102-175 ფუნტი სტერლინგია კვირაში. წყაროს ინფორმაციით, პრინცესამ ყველაზე კომფორტული, ერთადგილიანი ოთახი შეარჩია.
საბერძნეთისა და დანიის პრინცი ახილეს ანდრეასი
ეს ფოტო კი სოციალურ ქსელებში პრინცესა მარი შანტალმა დადო და თვისი ვაჟის საცხოვრებელი ადგილი საყოველთაოდ გახადა ცნობილი, ადგილი, რომელიც დედამ ვაჟს თავად მოუწყო.