ფინანსური განათლება მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია. მაღალი შემოსავალიც კი არ არის ფინანსური კეთილდღეობის გარანტი, თუ ადამიანმა არ იცის, როგორ განკარგოს ოჯახური თუ პირადი ბიუჯეტი. ბიუჯეტის დასაგეგმად 6 კონვერტის წესი გამოგადგებათ.
ამ თეორიის მიხედვით, ადამიანმა თავისი შემოსავალი 6 სახის ხარჯზე უნდა გათვალოს. ამ ექვსიდან სამი საბაზისოა, რომლის გარეშე ცხოვრებაც უბრალოდ წარმოუდგენელია - ეს გახლავთ კომუნალური მომსახურება, კვება და მედიცინა. თქვენი შემოსავალი პირველ რიგში სწორედ ამ დანიშნულებებისთვის უნდა გადაანაწილოთ.
შემდეგი სამი კონვერტი დამატებით ხარჯებს ითვალისწინებს, რომელშიც შედის პირადი ინტერესები, ბავშვებზე და იმ ადამიანებზე
გაწეული ხარჯი, რომელთა მიმართაც გარკვეული ვალდებულებები გაქვთ და სხვადასხვა წვრილმანი ხარჯი.
რამდენის გადადებას მოახერხებთ მეორე სამეულის კონვერტებში, ეს თქვენს შემოსავალზეა დამოკიდებული. თუ თანხა პირველ სამ კონვერტზეც კი არ გყოფნით, სამსახურის გამოცვლაზე ან დამატებით შემოსავალზე უნდა დაფიქრდეთ. იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც შემოსავალი მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოფნით.
თუ მაღალი შემოსავალი გაქვთ და თავს იმის უფლებას აძლევთ, რომ ფული გართობასა და დროსტარებაშიც დახარჯოთ, კარგად გესმით, როგორ უნდა მოიპოვოთ ფული გაუთვალისწინებელი ხარჯების ან ძვირად ღირებული შენაძენისთვის. მაშინ პირველი სამი კონვერტის ჩარჩოში დანარჩენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც შეგეძლებათ.
ბოლო დროს მოდაში შემოვიდა შემოსავლისა და გასავლის ფიქსირება. გასავალზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. აბსოლუტურად ყველა ხარჯი უნდა ჩაიწეროთ უბის წიგნაკში ან ტელეფონში. ეს ყველაზე წვრილმან ხარჯებსაც კი ეხება, მაგალითად, მგზავრობის ხარჯებს ან კიდევ ჭიქა ყავის დალევას. მაგრამ ეს ძალიან დამღლელია და გარდა ამისა, ადამიანს ყოველთვის ყველაფერი როდის ახსოვს.
ამ მეთოდს კიდევ ერთი საკმაოდ დიდი მინუსი აქვს, ის ხარჯს არანაირად არ ამცირებს, პირიქით, ზრდის კიდეც. ხარჯის ყოველდღიურად დაფიქსირებით ადამიანი საკუთარ თავს არაფერში ზღუდავს, თავს ყველაფრის უფლებას აძლევს და არ აკონტროლებს დანახარჯს. მისთვის მთავარია, რომ ჩაიწეროს. ეს ფსიქოლოგიური ხაფანგია, რომელიც ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად მართავს ადამიანს.
როდესაც ადამიანი ექვსი კონვერტის მეთოდით ხელმძღვანელობს, მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი შემოსავალი კატეგორიების მიხედვით. თუ ჩათვლით, რომ ამა თუ იმ კატეგორიაზე ზედმეტს ხარჯავთ, შეგიძლიათ გადახედოთ საკუთარ ბიუჯეტს და დააკორექტიროთ.
როდესაც საუბარი ფულის ხარჯვაზეა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბალანსის დაცვა. მაგალითად, როდესაც ადამიანი ხარჯავს თანხას მხოლოდ სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებს, ამას აუცილებლად მოჰყვება აპათია და დეპრესია. აუცილებელია, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე იზრუნოს და თუნდაც წვრილმანი ნივთებით თავს ბედნიერება მიანიჭოს.
ერთ სიტყვით, 6 კონვერტის წესი იდეალური საშუალებაა საიმისოდ, რომ შეინარჩუნოთ ფინანსური ბალანსი ისე, რომ არ გადახვიდეთ მინუსებში.