ინტერიერი ადამიანის შინაგანი სამყაროს სარკეა. სწორად ორგანიზებული სივრცე არა მხოლოდ ადამიანის ხასიათს ასახიერებს, არამედ ფულისა და სიყვარულის მიზიდვაც შეუძლია. იმისათვის, რომ ოჯახში ფული და სიყვარული მიიზიდონ, დიზაინერებს ფსიქოლოგიის შეთავსებაც უხდებათ ხოლმე.
სიყვარულს სისუფთავე უყვარს
იმისათვის, რომ თქვენს სახლში სიყვარული შემობრძანდეს, პირველ რიგში, თავიდან უნდა მოიშოროთ ზედმეტი უსარგებლო ნივთები.
ლამაზი შემოსასვლელი
როგორი უნდა იყოს სახლის შესასვლელი? სუფთა, ფართო და ნათელი. სწორედ შესასვლელიდან ექმნება ადამიანს პირველი შთაბეჭდილება ოჯახში შესვლის დროს. სწორედ სახლის შესასვლელია ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის გარანტი. ფეხსაცმელი აუცილებლად დახურულ სივრცეში უნდა
მისაღები
მისაღები ოთახი გარე სამყაროსთან კავშირზეა პასუხისმგებელი. ეს ხომ ის ადგილია, სადაც სტუმრებს ვმასპინძლობთ. ამ სივრცეში ავეჯი უნდა განთავსდეს ლამაზად და რაც მთავარია, ფუნქციონალურად. აუცილებელია ბალანსის დაცვა.
წარმატების ცისარტყელა
თანამედროვე ინტერიერში ფერთა გამა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეცადეთ შეარჩიოთ თბილი, ლამაზი ფერები, რათა ადამიანის თვალს და გულს სულიერი სიმშვიდე მიანიჭოს. ნუ შეუშინდებით აქცენტებს, თუმცა ზომიერების დაცვაც ნუ დაგავიწყდებათ.
მცენარეები
მწვანე ფერი, ცოცხალი ყვავილები სახლში სიყვარულის მიზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
წყვილი ნივთები
ამბობენ, რომ ოჯახში ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია წყვილი ნივთები, მაგალითად წყვილი სკამი, წყვილი სავარძელი, წყვილი ჭიქა და ა.შ.
საძინებელი და საწოლი
საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სახლში. ის ხომ ჯანმრთელობისა და სიმშვიდის სიმბოლოა. ამიტომ ეს სივრცე ნებისმიერ სახლში ძალიან მოწესრიგებული უნდა იყოს.
სამზარეულო
სამზარეულო კი ოჯახური კერის სიმბოლოა. სამზარეულოს ინტერიერი და სისუფთავე მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს დიასახლისი მისი ოჯახის წევრებზე. ეს ის ადგილია, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება, ამიტომ ის მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური უნდა იყოს.
წყალი
ფენ შუის მიხედვით, ნებისმიერ სახლში უნდა იყოს პატარა შადრევანი ან თუნდაც აკვარიუმი, რადგან წყალი სიმშვიდის და ძლიერების სიმბოლოა.
მოწესრიგებული კარადა
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მოწესრიგებულ გარემო, კარადა, მოწესრიგებულ თავს ნიშნავს. ეცადეთ, რომ თქვენი კარადები ყოველთვის დალაგებული იყოს.