მაფიის ცნობილი ბოსების სახლები - საშიში ოთახებით, მანქანების გამოფენით, ოლიმპიური აუზით...

მიუხედავად მათი ცხოვრების სტილისა და ჩადენილი დანაშაულებისა, ხალხს, მით უმეტებს ამერიკელებს, განგსტერები, მაფიის ბოსები ერთგვარ რომანტიკულ გმირებად მიაჩნია და მათ მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. მაგალითად, ყველას აინტერესებს როგორ ცხოვრობდნენ ეს შეძლებული ადამიანები როგორც წესი დიდ, უსაფრთხოების ზომებით მაქსიმალურად აღჭურვილ გარემოში - ძირითადად სასახლეებში. მოდით, დავათვალიეროთ:

ალ კაპონე

ალ კაპონე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერული დაჯგუფების ლიდერია, რომელმაც სიმდიდრე აკრძალვის ეპოქაში მოიპოვა, (აკრძალვა შეერთებულ შტატებში მოქმედებდა 1920-1933 წლებში და კრძალავდა აზარტულ თამაშებსა და სუტენიორობას, ასევე ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობას). ასევე "დიდი დეპრესიის" პერიოდში
(1929-1939). ალ კაპონეს, ალკოჰოლური სასმელების უკანონო რეალიზაციიდან ნაშოვნი ფულით ნაყიდი სახლი საკმაოდ მოკრძალებული იყო მისი დონისა და სიმდიდრის კაცისთვის. ის ცხოვრობდა 4-ოთახიან კოტეჯში, რომელსაც 2 აბაზანა ჰქონდა. ეს სახლი 2009 წელს 450 000 დოლარად გაყიდა. აქ ალ კაპონე 1928 წლამდე ცხოვრობდა, სანამ პოლიციისგან თავის დასაღწევად ქალაქის დატოვება არ მოუწია.


1928 წელს კი სამხრეთით გადასახლდა და ზღვის სანაპიროზე საოცარი სასახლე იყიდა, რომელიც ესპანურ, კოლონიალურ სტილში იყო აშენებული. 10 000ის სახლში მაფიის ბოსმა 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დაახლოებით 200 000 დოლარი უსაფრთხოების სისტემის მოწყობას დაახარჯა. სწორედ ამ სახლში დაბრუნდა მაფიის ნომერ პირველი ბოსი ცნობილი ალკატრასის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ.

ვინსენტ პალერმო


დაუნდობელი განგსტერი, შემდგომში ფბრ-ის ინფორმატორი ვინსენტ პალერმო (ტონი სოპრანოს პროტოტიპი) სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც მოწმეთა დაცვის პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და მთელი თავის დაჯგუფება პოლიციას ჩააბარა, ამ სახლში ცხოვრობდა.

ეს სახლი კი არა - სასახლე, დიდი ბაღის შუაგულში იყო აშენებული, რათა თვალს მოფარებული ყოფილიყო. სახლში არის შადრევანი, აუზი, მარმარილოს იატაკი, კოლონები და ბუხრები, ბროლის ჭაღები, ძვირად ღირებული რეპროდუქციული ნამუშევრები, ანტიკვარული ავეჯი - ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ფუფუნებით ცხოვრებისთვის არის საჭირო. სახლი 2015 წელს გაიყიდა 2,9 მლნ. დოლარად. ეტყობა, მყიდველმა გაიგო მესაკუთრის ბნელი წარსულის შესახებ და მაქსიმალურად დააკლებინა ფასი.

პოლ კასტელანო

პოლ კასტელანო, იტალიური წარმოშობის ამერიკელი, საკუთარ თავს ბიზნესმენს უფრო უწოდებდა, ვიდრე მაფიოზს. თუმცა საბოლოოდ, 1985 წელს მანჰეტენის ცენტრში ტყვიას ემსხვერპლა. კანონზომიერ სიკვდილამდე მაფიის ბოსმა მხოლოდ 5 წლის განმავლობაში მოახერხა ფუფუნებით ტკბობა.

სახლი დონ კასტელანოს ექსტრავაგანტურ გემოვნებაზე მიგვანიშნებს. მეგა სახლი, რომელიც 3 ათას კვ.მ.-ს მოიცავს, აღჭურვილია მისაღებით, სასადილოთი, 8 საძინებლით, კაბინეტით, 17 აბაზანით, ბიბლიოთეკით, სოლარიუმით, სილამაზის სალონით, ღვინის მარნით, საშინაო კინოთეატრით, სატრენაჟორო დარბაზით, საუნით. ყველაფერი ეს, დაგვეთანხმებით, ბოსის განუსაზღვრელ შესაძლებლობაზე მიუთითებს.


აღარაფერს ვამბობთ საოცარ ბაღებზე, შადრევნებზე, მარმარილოს კოლონებზე, ნეოკლასიკურ და როკოკოს სტილში გაფორმებულ ინტერიერზე. აღსანიშნავია ასევე თანამედროვე ელემენტები მის სამფლობელოში, ისეთი, როგორიც არის ლიფტი და ოლიმპიური ზომის აუზი, ასევე საგამოფენო დარბაზი 13 ავტომობილით.

რეზიდენციის ყველა ფანჯრიდან იშლება საოცარო ხედი. ამბობენ, რომ ბოსი ყველანაირად ეცადა, მისი სახლი თეთრ სახლს დამსგავსებოდა.

ბენჯამინ სიგელი

ბენჯამინ სიგელი ევროპული და იტალიურ-ამერიკული მაფიის დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელი გახლდათ 1930-1940 წლებში. იგი, ისევე, როგორც მაფიის სხვა ბოსები, გამოირჩეოდა ფუფუნებისკენ სწრაფვით. ეს სახლი მან ბევერლი ჰილზში ააშენა ესპანურ კოლონიალისტურ სტილში, სადაც ჩაცხრილეს კიდეც 1947 წელს.

მიუხედავად მფლობელის საეჭვო წარსულისა, სახლი არაერთხელ გაიყიდა, ბოლოს კი ელიტური უძრავი ქონების ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და 17 მლნ დოლარად გაიყიდა საკმაოდ სწრაფად. რეზიდენციაში არის 7 საძინებელი, 7 აბაზანა და დაახლოებით 700 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.



ამბობენ, რომ ეს სახლი ბოსმა საყვარელს აუშენა და რომ მისი მთავარი რეზიდენცია ლოს ანჯელესში მდებარეობდა.

ტყუპი კრეები

ტყუპი ძმები, რონი და რეჯი კრეები 1933 წელს დაიბადნენ ჰოკსტონში. ისინი აღმოსავლეთ ლონდონის მაფიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დაუნდობელი წარმომადგენლები იყვნენ.

1967 წელს დუეტმა მათ საყვარელ საფოლკეში 13 ათას დოლარად მე-16 საუკუნეში აშენებული სახლი იყიდა. ეს მათი რეზიდენცია იყო ქალაქგარეთ, სადაც ძმები სიმშვიდითა და ბუნებით ტკბებოდნენ. ამ სახლში ცხოვრება ძმებს დიდხანს არ დასცალდათ, მისი შეძენიდან მალევე, 1 წელიწადში, ისინი დააპატიმრეს.

ალბერტ ანასთაზია


უმბერტო ანასთაზია, იგივე ალბერტო ანასთაზია "მკვლელების კორპორაციის" მეთაური გახლდათ. მას ასობით ადამიანის მკვლელობა აქვს ორგანიზებული. ამბობენ, რომ საქმეებს საკუთარ სახლში, ნიუ ჯერსიშიც კი აკეთებდა, რომელშიც 1947-1957 წლებში ცხოვრობდა. სახლი გუძონის სანაპიროზე მდებარეობს, ფორტ-ლი-ს რაიონში.

როგორც ამბობენ, ამ საშიში ადამიანის სახლში ორი ძალიან საშიში ოთახი იყო, ერთი მისი კაბინეტი და მეორე აბაზანა, სადაც თავად აბაზანის გარდა არაფერი იყო. დაუნდობელი მეთაური სწორედ აქ აწამებდა საკუთარ ხელით ხალხს. საბოლოოდ იგი თმის შეჭრის დროს მოკლეს სალონში, სახლმა კი მას შემდეგ უამრავი მფლობელი გამოიცვალა. ეტყობა, წარსული არავის ადარდებდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები