2015 წელს, გაერთიანებული სამეფოს ეკლესიის კონსერვაციის ფონდმა მეტად უჩვეულო და მოულოდნელი პროგრამა წამოიწყო, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ღვთის სახლში, ეკლესიაში dდაბანაკდნენ ღამის გასათევად. ბუნებრივია, საუბარი არ არის დიდ, მოქმედ ტაძრებზე, არამედ ეკლესიებზე, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს ფუნქცია, თუმცა შეინარჩუნეს ხარისხიანი შენობები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდეს. ამ ტიპის სასტუმრო სახლებს "ჩემპინგი" ჰქვია.
ყველა წმინდას ეკლესია, ლენგპორტი, სომერსეტის საგრაფო
ლანგპორტში მდებარე ყველა წმინდას დიდებული ეკლესია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, უამრავ რელიქვიას და არტეფაქტს ეს ტაძარი გახლავთ არქიტექტურული ძეგლი, რომელიც ინგლისის ეროვნული მემკვიდრეობის
წმინდა მარიამის ღვთისმშობლის ეკლესია, ედლსბორო, ბუკინგემშირის საგრაფო
თვალწარმტაცი სოფლის გარეუბანში, ღვთისმშობლის ეკლესია დიდი ხანია მრევლის გარეშეა, ამიტომ საზოგადოებამ მისი სრულფასოვან სასტუმროდ გადაქცევა გადაწყვიტა. ტრანსფორმაციის მიუხედავად, ტაძარი საკმაოდ კომფორტულ და დასამახსოვრებელ ღამისთევას პირდება მოგზაურებს ულამაზესი ტერიტორიის ფანტასტიკური ხედით. ამავდროულად, სტუმრებს საშუალება აქვთ შეიგრძნონ შუა საუკუნეების ატმოსფერო, რადგან უძველეს ტაძარში შემორჩენილია მე-14-15 საუკუნეებით დათარიღებული ნიმუშები, ასევე ორიგინალური ფრესკები ბიბლიური მოტივებით.
ყველა წმინდას ეკლესია ოლდვინკლეში, ნორტემპტონშირის საგრაფო
ყველა წმინდანის ეკლესია, რომელიც მდინარე ნენეს მახლობლად მდებარეობს, თვალწარმტაცი სოფელ ოლდვინკლის პირას, ჯგუფური ლაშქრობების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. ის 1480-იან წლებში აშენდა. სამლოცველო ინარჩუნებს მოკრძალებულ შუა საუკუნეების ინტერიერს და იძლევა ღამის გათევის მონუმენტურ დარბაზში, მაღალი თაღოვანი ჭერის ქვეშ გატარების იშვიათ შესაძალებლობას.
წმინდა ჯეიმსის ეკლესია, ქოლინგი, კენტის საგრაფო
ლიტერატურის მოყვარულებს სთავაზობენ სპეციალურ ღამეს მე-13 საუკუნის ეკლესიაში, რომელმაც ჩარლზ დიკენსი შთააგონა. ცნობილი მწერალი მეზობელ სოფელში გაიზარდა, ამიტომ კარგად იცნობდა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას, რათა დეტალურად აღეწერა ორი გმირის შეხვედრა ეკლესიის ეზოში.
წმინდა თომას ეკლესია, ფრიარმერი, დიდი მანჩესტერის საგრაფო
წმინდა თომას ქრისტიანული სალოცავი ფრიარმერში ქართული სამქადაგებლო ეკლესიაა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დიდი ქალაქებიდან შორს მდებარეობს, მის ინტერიერში შემორჩენილია ნათელი ვიტრაჟები, მოჩუქურთმებული ხის პანელები, რომლებიც აკრავს საკურთხევლის ადგილს და აივნებს მეორე იარუსზე. ეკლესიის მდებარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იგი შედიოდა კონსერვაციისა და ტრანსფორმაციის პროგრამაში, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ უძველესი მონასტრები.