საბჭოთა დროს გამოშვებული ნაძვის ხის ეს სათამაშოები ყველაზე ძვირად ფასობს და მათ კოლექციონერები ეძებენ

საბჭოთა კავშირის დროინდელ ნაძვის ხის სათამაშოებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მატულობს, ხალხი მზად არის, მათში საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადოს. მართალია, ბოლო დროს გაყიდვაში ძალიან ლამაზი აქსესუარები შემოვიდა, პლასტმასისგან დამზადებული, რომელიც მსუბუქიც არის და უსაფრთხოც, რადგან მათი გატეხის საშიშროება არ არსებობს, თუმცა შუშის ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი სათამაშოები ისევ მოდაშია და ფასიც ადევს.


განსაკუთრებით აქტუალურია ზღაპრის გმირები, 1950 წელს გამოშვებული, რომელსაც მხატვრები თავიდან აფერადებენ, უბრუნებენ პირვანდელ სახეს და შემდეგ სარფიანად ყიდიან. ასეთ ნაკრებებს ძირითადად კოლექციონერები ყიდულობენ, არსებობს შედარებით იაფი ვარიანტებიც,
რომელიც მოგვიანებით, 1970-იან წლებშია გამოშვებული.



ასევე საკმაოდ ძვირია კოსმონავტების სერია, რომელიც იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის შემდეგ გამოვიდა მაშინდელი მაღაზიების დახლებზე.


შემდეგ მოდის გირჩები და ლოლოები, თოვლის დედოფალი, ასევე ბამბისგან, მუყაოსა და ქაღალდისგან დამზადებული ფიგურები. რაც უფრო ძველია სათამაშო და კიდევ - თუ ხელით არის მოხატული, კიდევ უფრო მეტად ფასობს.
ასე რომ, თუ ასეთი ძველი სათამაშოები გაქვთ შემორჩენილი, გეძლევათ შანსი საახალწლოდ სერიოზული თანხები გამოიმუშაოთ და ინტერნეტსა თუ სოციალურ ქსელში გაფანტული კოლექციონერები დააინტერესოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები