ფეიერვერკები ჩაცხრა, სალათები, საცივი, გოჭი და ინდაურიც დამთავრდა, ასევე დასვენებებიც, ერთი სიტყვით, ახალი წელი დასრულდა, საინტერესოა, როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე?
ნაძვის დღის დადგმასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული თარიღი არ არსებობს, ვისაც როდის უნდა, მაშინ დგამს, ზოგი - 31 დეკემბერს, ზოგიც - საერთოდ ნოემბერში. რაც შეეხება მის აღებას, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს.
საინტერესოა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ეს პრობლემა თითქმის არ არსებობს, აი, მაგალითად ამერიკაში საქმე ძალიან მარტივად არის - დამთავრდება თუ არა ახალი წელი, ნაძვის ხეს იღებენ. 1-ელი იანვრის
შემდეგ ამერიკაში ნაძვის ხე აღარავის უდგას. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მორთული ნაძვის ხე 6 იანვრამდე უნდა იდგეს. საქმე ის გახლავთ, რომ ამ დღეს კათოლიკეები მათთვის მთავარ საახალწლო დღესასწაულს სამი მეფის დღეს აღნიშნავენ, სწორედ მათ მოაქვთ ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქარი და არა სანტა კლაუსს.
ფენ შუის მიმდევრები თვლიან, რომ ნაძვის ხე სახლში აღმოსავლურ ახალ წლამდე უნდა იდგეს, წელს ეს თარიღი 10 თებერვალს არის. ზოგი მიიჩნევს, რომ ნაძვის ხეს ძველ ახალ წელს, 14 იანვარს უნდა დავემშვიდობოთ.
ზოგს სჯერა რომ ნაძვის ხე ნათლისღებას, 19 იანვარს არ უნდა დახვდეს. ასე თუ ისე, საქართველოში ალბათ ეს ბოლო ვერსია უფრო არის გავრცელებული -19 იანვრამდე აღება, თუმცა იმის თქმა გვინდა, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა შეიძლება გააკეთოს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ნაძვის ხე მის ოჯახში საჭირო აღარ არის და რომ დღესასწაული დამთავრდა. ჩვენ კი ბედნიერი ახალი წელის გვისურვებია.