ქართველები საქართველოს ტერიტორიის ანექსიის პირველ ნაბიჯად, აფხაზები კი მათი მიწის ქურდობად აფასებენ რუსეთის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის მისაკუთრებას. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის გარდა, მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვს 49- წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი.
დოკუმენტს, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს ხელი ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 27 დეკემბერს მოაწერა. არაღიარებულ პარლამენტში დოკუმენტს გარეთ მიმდინარე დემონსტრაციის ფონზე განიხილავდნენ, თუმცა მოსახლეობის პროტესტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. მაგრამ, ადგილობრივები
ამბობენ, რომ ე.წ. მთავრობას პასუხს მოსთხოვენ.
რუსეთისთვის მიწის და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე კარგა ხანია განიხილებოდა. მოსახლეობის პროტესტის გამო, საკითხი არაერთხელ გადაიდო. ბიჭვინთაში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და #10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს. ფაქტი დაგმო და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავს.
აგარაკი პუტინისთვის
თავშივე ცხადი იყო, რომ პუტინს ბიჭვინთის აგარაკი კიდევ ერთი რეზიდენციის მოსაწყობად სჭირდება. ის აქამდეც რამდენჯერმე სტუმრობდა ბიჭვინთის აგარაკებს. მან ეს თემა 2020 წელს სოჭში სტუმრობისას წამოსწია, როდესაც კორონავირუსული პანდემიისას მოიცალა ალსან ბჟანიასთან პირისპირ შესახვედრად, რათა ე.წ კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია მოეხდინათ. სწორედ იქ შეახსენა პუტინმა ბჟანიას "ბიჭვინთის“ შესახებ. განაგრძეთ კითხვა