ნინა გვენეტაძე სამი შვილის დედაა, რომელიც გატაცებულია დეკორირებით და რადგან ძალიან უყვარს ახალი წელი, საახალწლო სამზადისის პერიოდშიმისი გატაცება ნამდვილად ფრთებს ისხამს. ყოველ წელს მისი სახლი ჯადოსნურად ირთვება.
მისი საახალწლო ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენც გვიამბობს ამ განსაკუთრებულ მზადებაზე.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ, სამი შვილის დედა. გვაქვს დიდი ბედნიერი ოჯახი. ახალი წელი დღესასწაულებს შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ჯადოსნური დღეა, ყოველივე საუკეთესოს საწყისი.
საახალწლო დეკორაციის სამზადისს უკვე შემოდგომით ვიწყებ. თბილისში ნამდვილად გვაქვს ფართო არჩევანი საახალწლო დეკორაციის და განებივრებულები ვართ ხარისხით და მრავალსახეობით. ვიყენებ ცოცხალ წიწვებსაც.
ბავშვობიდანვე მიყვარდა დეკორირება, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე პირველი შვილის შეძენის შემდეგ. თითქოს ეს იყო მართლაც რაღაც ამოუცნობი ბედნიერების საწყისი. საახალწლო სამზადისში ჩემი მეუღლის და შვილების წვლილი ძალიან დიდია.
მომავალი წლის ნაძვის ხის დეკორს და
ფერებს ვარჩევ, როდესაც ნაძვის ხეს ვშლი და ვალაგებ ყუთში. იქიდან უკვე დაგეგმილი მაქვს, თუ როგორ ფერში მექნება შემდეგი წლის ნაძვის ხე. არ მიყვარს ბევრი ფერის შერევა, მირჩევნია დომინირებდეს ორი ფერი. ვირჩევ ერთ ძირითად ფერს და ვუხამებ მეორე წყნარ ტონს. მიღებულ შედეგზე, რა თქმა უნდა, მნახველები უფრო იმსჯელებენ.
ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, რომ სულით და ხორცით შეიგრძნონ ახალი წლის დღესასწაული სრული არსით.
აქვე მოგილოცავთ ყველას ახალ 2024 წელს, დაე, ეს წელი ყველასათვის იყოს სიყვარულის, წარმატების და ბედნიერების მომტანი წელი.
ეს კი ნინას შარშანდელი ნაძვის ხე: