რატომღაც ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ნენეტებს, ხანტიებსა და ჩუქჩებს ჰიგიენის მხრივ დიდი პრობლემები აქვთ, თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.
სველი ხელსახოცები მათ დიდი ხნის წინ გამოიგონეს და არც ცხელი წყალია პრობლემა.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს ისტორიები იმის თაობაზე, რომ ისინი თვეების განმავლობაში არ რეცხავენ და არ იბანენ და ა.შ
ტრადიციულად, მეირმეები ირმის ქონს ისვამდნენ ტანზე, იცვამდნენ ბევრ ტანსაცმელს და ღუმელთან ახლოს სხდებოდნენ, სპეციალურად ოფლიანობდნენ და შემდეგ ოფლთან ერთად ჭუჭყსაც იშორებდნენ, ჩამოიწმენდნენ რა ტანიდან ირმის ქონს.
მაგრამ ახლა ამას თითქმის აღარავინ აკეთებს.
ახლა პრობლემას აღარ წარმოადგენს წყლის ადუღება, ფარდის დაკიდება და სათლისა და ტოლჩის გამოყენებით ბანაობა.
რაც შეეხება ტუალეტს, ისინი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მიდიან ბანაკიდან მოშორებით.
ზამთარში ასეთ ადგილს ჯოხით ნიშნავენ. გარეული ცხოველები არ უახლოვდებიან ბანაკს. პრობლემა ირმებია, რომლებიც მარილს ეძებენ, ამიტომ უმჯობესია ირმებმა არ დაინახონ და არ დაიწყონ ყვითელი თოვლის ჭამა.
-50°C-ზე ყველაფერი არ იყინება? არ იყინება. აქ, სხვათა შორის, ქალებს უფრო მეტი პრივილეგიები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ირმის ტყავისგან დამზადებულ ქურთუკებში ვერც ქარი აღწევს და სითბოც ნარჩუნდება.
კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ ისინი არასდროს რეცხავენ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მათ სარეცხის მანქანაც კი აქვთ, რატომაც არა? დენი გენერატორიდან, წყალი მდინარიდან და სამრეცხაოც მზად არის.
ზამთარში ტანსაცმელი თოკებზეა ჩამოკიდებული, შემდეგ კი ქარი და ყინვა თავის საქმეს აკეთებს. ტანსაცმელი იდეალურად შრება...
კოღოები და ბუზები ნამდვილი უბედურებაა ტუნდრაში. ზაფხულში ნახირს ჩრდილოეთით ასახლებენ, სადაც ნაკლები კოღო და ჭუჭყია. ზამთარში გადაადგილდებიან სამხრეთით - იქ, სადაც მეტი ხეა - ისე, რომ ღუმელისთვის შეშა იყოს.
ბუნებრივია, აქ არ არიან ტარაკნები ან სხვა მავნებლები, ისინი უბრალოდ ვერ ძლებენ ასეთ ყინვაში. ზამთარში კი დიასახლისები ყველაფერს ყინვაში ამზეურებენ ხოლმე.
როგორ მშობიარობენ? ადრე მშობიარე ქალს ცალკე ათავსებდნენ. ახლა კი ყველაფერი უფრო ცივილურად ხდება, მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ქალი უბრალოდ მიდის სამშობიაროში. უკიდურეს შემთხვევაში თითოეულ ბანაკს აქვს სატელიტური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ სამედიცინო ვერტმფრენის გამოძახება.
როგორც ხედავთ, მიუხედავად საკმაოდ მკაცრი პირობებისა, ბანაკში ცხოვრება მკაფიო გრაფიკის მიხედვით არის ორგანიზებული და ადრინდელთან შედარებით ბევრად კომფორტულია.