ნივთები, რომლებიც არავის არ უნდა აჩუქოთ და არც თქვენ აიღოთ სხვებისგან!

ერთ-ერთმა ყველასთვის კარგად ცნობილმა ნათელმხილველმა, ვანგამ, თავის დროზე ასეთი რამ თქვა: საჩუქრები, როგორც წესი ახარებს ადამიანს, თუმცა ზოგ საჩუქარს უნდა ერიდოთო. მართლაც, უძველესი დროიდან არსებობს მისაზრება, რომ არსებობს ისეთი ნივთები, რომელთა ჩუქებისგან თავი უნდა შეიკავოთ, ასევე თავი შეიკავეთ მსგავსი საჩუქრების მიღებისგან. აი, რა უნდა იცოდეთ ამ ნივთების შესახებ.

1. დანა


დანა, მაკრატელი და სხვა მჭრელი და ბასრი ნივთი ადამიანმა თავად უნდა შეიძინოს. ბასრი ნივთები ძალიან ადვილად იღებს ნეგატიურ ენერგიას. თუ ადამიანს ძალიან უნდა ასეთი ნივთი გაჩუქოთ, შეეცადეთ ამ ნივთში სიმბოლური საფასური

მაინც გადაუხადოთ, ანუ ისე გამოვა, რომ ნივთი თავად შეიძინეთ.

 

2. საათი


ეს ნივთი ითვლის დროს. თითქოს არაფერი, თუმცა საათს ახასიათებს გაჩერება. იმისათვის, რომ ასეთი საათი არ გახდეს ბედნიერი ცხოვრების გაჩერების სიმბოლო, გირჩევთ მის მომძღვნელს სიმბოლურად თუნდაც ხურდა ფული მისცეთ.

 

3. საფულე


ცარიელი საფულის საჩუქრად მიღების შემთხვევაში თქვენი მატერიალური წარმატების გაფანტვის საშიშროების წინაშე დგებით. ამიტომ საფულეში სიმბოლურად ხურდები მაინც უნდა ეყაროს.

 

4. ცხვირსახოცი


მარავალი ერის ტრადიციაა დაკრძალვაზე ცხვირსახოცის ჩუქება. ეს ნივთი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცრემლებთან და უბედურებასთან.

 

5. მარგალიტი


ასეთმა საჩუქარმა ადამიანს შეიძლება მოუტანოს უბედურება, დანაკარგი და ავადმყოფობა. ძალიან ბევრ ქვეყანაში მარგალიტი ქვრივი და ობოლი ადამიანის ცრემლებთან ასოცირდება. ვისაც ეს ქვა ძალიან უყვარს და "შეეფერება", როგორც ქვა, თავად უნდა იყიდოს.

 

6. სარკე


სარკე ზედმატად მისტიურ საგანია იმისთვის, რომ მეორე ადამიანს უპრობლემოდ აჩუქოთ. ოდითგანვე მიიჩნევენ, რომ ამ ნივთს აქვს უნარი ადამიანს წაართვას სილამაზე, ცხოვრების ხალისი და ბედნიერება. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ანტიკვარულ სარკეებს.

 

7. ხელთათმანები


ხელთათმანს ბევრი მაგიური რიტუალი უკავშირდება, რომელიც მიმართულია პიროვნების მართვისკენ. ამიტომ, ასეთი ნივთი ჯობს გაცვალოთ - თვალი თვალის წილ, როგორც იტყვიან.

ასეთ მოსაზრებებზე ადამიანებს სხვადასხვა რეაქცია აქვთ, ზოგს სჯერა, ზოგს უკვირს, ზოგს ეცინება, ზოგსაც კი ეს წესები საერთოდ აღაშფოთებს. ჩვენ კი ჩვენი მხრივ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს ძირითადად ხალხში გავრცელებული მოსაზრებებია და ასევე ეზოთერიკოსების ნააზრევი. ვისაც სჯერა, მან უნდა დაიცვას კიდეც, ვისაც არ სჯერა, მისთვის კი ვიტყვით, რომ თუ საჩუქარი წრფელი გულით არის მოძღვნილი, მას ვერანაირი მისტიური ძალა ვერ დაემუქრება.

კომენტარები

Maia 2017-08-04 08:36
Kvelafeti emtxveva faidgrret
ara 2017-08-03 22:49
vambobt ciculele arictqo, magram rom emtxveva!!!
ნანა 2016-08-09 13:53
მართალია
ნანა 2016-08-09 13:52
ვითომ გვეცინება და ვამბობთ ცრუ რწმენებიაო მაგრამ ამ დაცინვითაც რომ არაფერი გამოდის ეს როდის უნდა შევიგნოთ
აუ აუ აუ 2016-08-09 12:39
ასეთ ამეებს რომ ვკითხულობ, ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი :D

კომენტარის დამატება