ვისაუბროთ, ნივთებზე, რომელიც შეიძლება სხვას სინდისის ქენჯნის გარეშე გადასცეთ და რომელთა გაჩუქებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ახალი წლების შემდეგ ბევრ ჩვენგანს შეიძლება დაუგროვდეს ნივთები, რომლებიც გვაჩუქეს, თუმცა ვერ ვიყენებთ.
ეტიკეტის ექსპერტი მანერსი ამბობს, რომ არსებობს საჩუქრების მთელი სია, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ გადასცეთ სხვას, გააჩუქოთ. თუმცა, ეს პროცესი უნდა განიხილებოდეს არა როგორც თქვენი კარადის გამოუსადეგარი ნაგავისაგან გათავისუფლება, არამედ როგორც შესაძლებლობა, სიხარული მიანიჭოთ ადამიანს, რომელიც შეძლებს გამოიყენოს საჩუქარი და დააფასოს იგი.
შესაძლებელია გააჩუქოთ სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა
თუ საახალწლოდ სამზარეულოსთვის საჭირო, მაგრამ
ალკოჰოლი
კარგი ღვინის ან შამპანურის გაუხსნელი ბოთლი შეიძლება შესანიშნავი საჩუქარი იყოს. თუმცა, გადაამოწმეთ, რომ ეტიკეტზე არ იყოს მითითებული თქვენი სახელი, რათა არ შერცხვეთ.
ფუნქციური საყოფაცხოვრებო ნივთები
ნუ მოგერიდებათ გააჩუქოთ სახლის მარტივი დეკორაციის ნივთები და აბაზანის პროდუქტები, მათ შორის სანთლები, გაუხსნელი ლოსიონები, საპნები და ტანის სკრაბი.
ტანსაცმელი
ხშირად ტანსაცმლის ზოგიერთი ელემენტი, რომელიც სპეციალურად თქვენთვისაა შერჩეული, შეიძლება არ გამოდგეს სხვისთვის საჩუქრად, მაგრამ ფუნქციური ტანსაცმლის აქსესუარები, როგორიცაა მაგალითად, ხელთათმანები, შარფები და ა.შ. შეიძლება შესანიშნავი და სასიამოვნო სიურპრიზი იყოს. ნივთის გაჩუქებამდე, რა თქმა უნდა, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ახალია და სეზონისთვის შესაფერისი.
არ შეიძლება გააჩუქოთ ხელნაკეთი ნივთები, მაგალითად მეგობრის მიერ თქვენთვის მოქსოვილი შარფი ან ქუდი. ასეთი ნივთი, რომც ვერ გამოიყენოთ, თქვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება.
ასევე არ ღირს ტკბილეულის გაჩუქება, რადგან ასეთ პროდუქტს, როგორც წესი,შენახვის ვადა საკმადო შეზღუდული აქვს.