3 ნივთი სახლში, რომლებიც თქვენი ოჯახის აურას აბინძურებენ და სახლში უსიამოვნებები მოაქვთ


გადაამოწმეთ, თქვენს ოჯახში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს ეს 3 ნივთი ხომ არ იწვევს?  დიახ, მუდმივი კონფლიქტები, წარუმატებლობები, უსიამოვნებები სამსახურში შესაძლოა გამოიწვიონ ნივთებმა, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახლში გაქვთ და არც კი იცით, რომ თქვენი უბედურებების მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს.
ოდითგან ითვლებოდა, რომ ნივთებს შეუძლიათ დააბინძურონ თქვენი აურა და პირიქით, ხელი შეუწყონ ოჯახში სიხარულის და ბარაქის შემოსვლას. ალბათ, ყველას გაინტერესებთ, რომელ ნივთებზეა საუბარი. 

გატეხილი ნივთები


დაზიანებული, გატეხილი ნივთები, რომლებიც უიმედოდ ელოდებიან, როდის შეაკეთებენ. ასტროლოგიის მიხედვით, ყველაზე მოწესრიგებული და დისციპლინირებული პლანეტა სატურნია, რომელიც ვერ იტანს
უწესრიგობას, არეულობასა და სიბინძურეს. ყველა ძველი, დახეული და დაზიანებული ნივთი სწორედ სატურნის მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომელიც იზიდავს ენერგიას, ამიტომ, თუ არსებობს იმის შანსი, რომ დაზიანებული ნივთი შეაკეთოთ, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ. თუ გატეხილი ნივთი არ ექვემდებარება შეკეთებას და აღდგენას, ის სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან.

გამოუყენებელი ნივთები

ძველი ტანსაცმელი, დახეულიც რომ არ იყოს, განიზიდავს თქვენგან დადებით ენერგიას. თუ ერთი წლის განმავლობაში ნივთი არ გამოგიყენებიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც ამის შემდეგ გამოიყენებთ და ის თავიდან უნდა მოიშოროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახლი ხშირად დაალაგოთ გენერალურად და გათავისუფლდეთ ზედმეტი სამოსისგან.
ასევე მნიშვნელოვანია სახლის სველი წესით დალაგება, რის შემდეგაც სახლიდან მიდის ნეგატივი და აურა სუფთავდება. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ შემოსასვლელი კარი იყოს სუფთა. ასევე არ შეიძლება სახლის შესასვლელში ნაგვის და ძველმანი ნივთების დაგროვება.

დეკორი

ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ სახლის დეკორაციებს, იქნება ეს ნახატი, ხალიჩა, ქანდაკება, სუვენირი თუ სხვა რამ. თითოეული მათგანი შესაძლოა გარკვეული ენერგეტიკის მატარებელი იყოს, მათ შორის, უარყოფითის. სახლი ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ისვენებს, იკვებება და იძინებს, ამიტომ აქ თითოეული ნივთი დადებით ემოციას უნდა გგვრიდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები