კარგი ამბავი მათთვის, ვისაც უამრავი ხალხისგან, ქალაქის აურზაურისა და ხმაურისგან მიმალვა სურს. იუტას შტატში არაჩვეულებრივი რანჩო იყიდება, რომელშიც ბაღის, ვენახის და ფანტასტიკური გარემოს გარდა, არის გამოქვაბულში არსებული აბსოლუტურად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი. ამ მართლაც ორიგინალური სახლის უბრალოდ წარმოუდგენელი მშენებლობა 1986 წელს დაიწყეს ამჟამინდელმა მფლობელებმა, ახლა კი მის გაყიდვას აპირებენ და ადეკვატური და ღირსეული ფასის დასახელებას მომავალი მყიდველებისგან ელიან.
ფილ და ბარბარა ჰაუტონებმა სახლის გეგმა წინასწარ შეადგინეს და ერთგულად მიჰყვნენ კიდეც მას, სანამ ძალა და საშუალება ჰქონდათ. მათ გადაწყვიტეს, ცივილიზაციისგან რაც შეიძლება
შორს წასულიყვნენ, მიტოვებული მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ოცნების განხორციელებას შეუდგნენ.
გამოქვაბულის ტრანსფორმაცია და მისი მოწყობა 1986 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ მოიწვიეს სპეციალისტები, რომლებიც ოსტატურად ახორციელებდნენ აფეთქების სამუშაოებს, ხოლო დანარჩენი სამუშაო წყვილმა თავად შეასრულა.
ეს ადგილი, მონტეზუმას კანიონის ტერიტორია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ხელსაყრელი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით, უძველესი დროიდან ტომებით იყო დასახლებული. ტერიტორიის შესწავლისას, შეგიძლიათ იხილოთ პეტროგლიფები, პიქტოგრამები, ნანგრევები, ჭურჭლის ნატეხები და სხვა არტეფაქტები, რომლებიც რეგიონის უძველეს ისტორიაზე მიუთითებენ.
წყვილის ოცნების რეალობად ქცევას რამდენიმე წელი დასჭირდა. ენთუზიასტების მთავარი პრობლემა კომუნიკაციები იყო, როგორც ელექტროქსელების, ისე წყალმომარაგების, რადგან უახლოესი დასახლება, ქალაქი მონტიჩელო, მანქანით 20 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ გარემოებამ აიძულა, მოეძებნათ წყარო და დაემონტაჟებინათ დიზელის გენერატორი, შემდეგ კი - მზის პანელები, რათა ჭაბურღილიდან წყალი ამოეტანათ და სახლი გაენათებინათ.
საბოლოოდ მიიღეს საკმაოდ ფართო რეზიდენცია დიდი მისაღებით, სამზარეულო-სასადილო ოთახით, სამი საძინებლით და ორი სველი წერტილით. ყველა ეს სივრცე თავდაპირველად ინარჩუნებდა ქვის ბუნებრივ ტექსტურას, მაგრამ 2007 წელს, რემონტის შემდეგ, ინტერიერი უფრო რბილი გახდა. საცხოვრებელ ოთახებში კედლები და ჭერი მთლიანად შელესეს და შეათეთრეს, რამაც ატმოსფერო უფრო თბილი და მყუდრო გახადა.
ახლა კი ჰაუტონები ყიდიან თავიანთ ლამაზად რეზიდენციას, მომგებიან სასტუმრო სახლს და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს, რადგან ისინი უკვე მოხუცებულები არიან და ვეღარ ახერხებენ ვრცელი რანჩოს სათანადო სახით შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულებს უყვართ კლიფ ჰევენი და მოენატრებათ აქ ცხოვრება, ისინი მაინც იმედოვნებენ, რომ იპოვიან ვინმეს, ვინც მიიღებს ამ ცხოვრების წესს, პატივს სცემს კანიონის ისტორიას და იზრუნებს მათ ქონებაზე, ბაღებსა და ვენახზე, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში თავად აკეთებდნენ.
წყვილი ფასს არ ასახელებს, ამბობენ, რომ განიხილავენ მყიდველების შემოთავაზებებს და აირჩევენ მას, ვისაც ნამდვილად მოეწონება მათი რანჩო.