სახლის მორთვა და ლამაზი სუფრის გაშლა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც წლის მთავარი დღესასწაულისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ სახლში წარმატება, ბედნიერება და იღბალი მოვიზიდოთ:
2024 წლის 10 თებერვალს ჩინური ახალი წელია. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, სწორედ ამ დღეს იწყება ახალი წელი და წლის მთავარი სიმბოლო - მწვანე ხის დრაკონი ძველს საბოლოოდ ჩაანაცვლებს.
ევროპულ მითოლოგიაში დრაკონებს არც თუ ისე სასიამოვნო რეპუტაცია აქვთ. ისინი ნგრევასთან, უბედურების დატრიალებასთან, ბოროტებასთან ასოცირდებიან. ჩინურ მითოლოგიაში კი დრაკონი ერთ-ერთ ყველაზე კეთილ, მახვილგონიერ, შრომისმოყვარე და ბრძენ სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც შეუძლია,
ბევრ ადამიანს კეთილდღეობა მოუტანოს, შრომა სრულად დაუფასოს და წარმატებისკენ წაახალისოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დრაკონი ჩინურ ჰოროსკოპში ერთადერთი მითიური პერსონაჟია და ამიტომაც, ხშირად ამბობენ, რომ 2024 წელი ბევრი ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. დღეს მოგიყვებით, რა უნდა გაითვალისწინოთ წლის მთავარ სიმბოლოსთან შესახვედრად, რომ მთელი წელი წარმატება და იღბალი არ მოგაკლდეთ და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
რა მოვამზადოთ სუფრისთვის?
სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს თევზი. ის სიმრავლისა და ბარაქის სიმბოლოა. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიირთვათ ხორცის ბურთულები, ტკბილ-ცხარე სოუსით შეზავებული ნეკნები, ჩაშუშული ქათამი და კრევეტები. დრაკონს მრავალფეროვნება ძალიან მოსწონს. ამიტომაც, შეეცადეთ, სუფრაზე ბევრი სხვადასხვა კერძი და სალათა განათავსოთ.
როგორ უნდა გააფორმოთ სახლი?
2024 წლის ყველაზე იღბლიანი ფერი ზურმუხტისფერი მწვანეა. ეს ფერი ზრდასა და განვითარებაში, პიროვნულ ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მწვანე სიმრავლისა და სიმდიდრის ფერია. ამიტომაც, მწვანე ხის დრაკონთან შესახვედრად შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე დეკორაცია, აქსესუარი შეიტანოთ სახლში. ასე წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ და წარმატების შანსებსაც გაზრდით. გარდა მწვანისა, კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფერია, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ იღბალი მოიზიდოთ. ესენია: ოქროსფერი და მკვეთრი წითელი. ოქროსფერი დაგეხმარებათ, რომ დამატებით სიმდიდრე და დადებითი ენერგია მოიზიდოთ, ხოლო წითელი ტრადიციულ ჩინურ კულტურაში მაღალ სიცოცხლისუნარიანობასთან და მოტივაციასთან ასოცირდება. ამიტომაც, შეგიძლიათ, სახლის, სუფრის გაფორმებისა და აქსესუარების არჩევისას სწორედ აღნიშნული ფერებით იხელმძღვანელოთ. განაგრძეთ კითხვა