Briarcliff-ის სასახლე 1920-წლებში Coca Cola-ს დამფუძნებლის მემკვიდრისთვის ააშენეს. ასა 'ბადი" გრიგს ქენდლერმა მამის გარდაცვალების შემდეგ კომპანია ნამდვილ ფენომენად აქცია. მისი ერთ დროს დიდებული სასახლე კი დღეს "მოჩვენებების სახლადაა" ქცეული.
ტერიტორიაზე გოლფის მოედანი და ზოოპარკი იყო განთავსებული. ცნობილია, რომ ქენდლერი ეგზოტიკური ცხოველების შეგროვებით ირთობდა თავს.
1920-იან და 1930-იან წლებში ქენდლერი და მისი ცოლი ჰელენი, მოდურ წვეულებებს აწყობდნენ, სახლი მორთული იყო მდიდრული ავეჯითა და ძვირადღირებული ნახატებით, მოიცავდა 40-ზე მეტ ოთახს, ორ საცურაო აუზს და სამეჯლისო დარბაზს.
1931 წელს ბრაირკლიფის ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა
- ქენდლერის პირადმა თანაშემწემ, ხოსე კრუზმა ცეცხლსასროლი იარაღით შეყვარებული მოკლა და თავიც მოიკლა. ამავე პერიოდში ქენდლერს ფინანსური პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, სახლის გაყიდვა მოუწია. ბრაირკლიფი ჯერ ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრად გადაკეთდა, 1965 წლიდან 1997 წლამდე კი ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო. სასახლე ამერიკაში, ატლანტაში მდებარეობს.
თუ ადგილობრივ ლეგენდებს დავუჯერებთ, ბრაირკლიფი პარანორმალური აქტივობის კერაა. ამბობენ, რომ დაბნელების შემდეგ, დერეფნებში მოჩვენებები შეუმჩნევიათ.
ამჟამად, ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია - ბრაირკლიფის სასახლე, სიძველის გამო, ნგრევის პირასაა და საფრთხეს წარმოადგენს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები