ამ სახლის სიგანე მხოლოდ 2,3 მეტრია, თუმცა... შიგნით რომ შეიხედავთ, გაოცდებით

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა - ეს შექსპირის ეპოქაში მცხოვრები ინგლისელი იურისტის, ედუარდ კოკას ფრთიანი ფრაზაა. ნისლიანი ალბიონის მოსახლეობამ ეს ფრაზა ეტყობა, ყველაზე კარგად შეისისხლხორცა და მთელი გულით ზრუნავენ საკუთარი ნავსაყუდელის მაქსიმალურად შელამაზება-გალამაზებაზე.


ამჯერად მოგითხრობთ ერთ უჩვეულო სახლზე ლონდონში, მიუხედავად მისი არცთუ შთამბეჭდავი ექსტერიერისა, ინტერიერს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს.
სახლის სიგანე სულ რაღაც 2 მეტრი და 30 სმ-ია, თუმცა ამ შეზღუდულ მონაცემებს ნამდვილად არ შეუზღუდავს არქიტექტორებისა და დიზაინერების ფანტაზია და გემოვნება, მათ სასწაული მოახდინეს - ასეთ სივიწროვეში მოახერხეს 3 საძინებლის, 2 აბაზანის, სამზარეულოს, მისაღების

და კაბინეტის განთავსება.


სასხლის უჩვეულო გაბარიტები ისტორიული ქუჩის მშენებლობას უკავშირდება. ორ მეზობელ სახლს შორის ოდითგანვე ძალიან ვიწრო გასასვლელი იყო, რომელიც ეზოში, საჯინიბოებში გადიოდა. დროთა განმავლობაში ამ გასასვლელმა დაკარგა თავისი ფუნქცია და ქუჩას შეუერთდა.


მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა საკმაოდ პრესტიჟულ უბანსი მდებარეობს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ იღებდა ასეთ ვიწრო სახლში დასახლების გადაწვეტილებას.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ამ სახლი კეთილმოწყობა. მათ პრობლემის მოგვარება შემდეგნაირად გადაწყვიტეს - იმისათვის, რომ მაქსიმალურად აეთვისებინათ საცხოვრებელი ფართი და თან ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ოთახები ნათელი ყოფილიყო, მოიფიქრეს სახლისთვის მთლიანი, გრძელი სახურავის გაკეთება ბევრი ფანჯრით.


შეიძლება ითქვას, რომ მათმა ჩანაფიქრმა აბსოლუტურად გაამართლა, დღესდღეობით ეს სახლი არც ერთ კომფორტულ საცხოვრებელ სახლს ჩამორჩება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები