შავი იუმორი რუმინულ სასაფლაოზე - ეს საფლავები გაგაოცებთ

მიცვალებულებზე ხუმრობა ყველა ერში ცუდ ტონად არის მიჩნეული, სულ მცირე, ეს უტაქტობად ითვლება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით რუმინულ ქალაქ საპანტაზე. გაგიკვირდებათ და ამ ქალაქის მკვიდრნი ადამიანის გარდაცვალებას იუმორით ხვდებიან, რაც გამოიხატება გარდაცვლილის საფლავის მრავალფეროვნებითა და სიჭრელით. რაც შეეხება საფლავის ქვის წარწერას, ეპიტაფიას, ისიც ძალიან ხშირად იუმორით არის ხოლმე გაჟღენთილი. ძალიან ხშირად აქ გარდაცვლილის საიდუმლოებებსაც კი წაიკითხავთ. თავის გამართლება არავის უწევს, მიცვალებულისთვის უკვე ყველაფერი სულ ერთიაო.

ამ ტრადიციას საფუძველი ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურომ სტენ იოან პატრაშმა, რომელიც ხისგან ჯვრებსა და მიცვალებულთა სასახლეებს ამზადებდა.

ტრადიციული დაკრძალვის შემდეგ, რომელიც სამი დღე გრძელდება, გარდაცვლილთა ნათესავები იკრიბებიან, რათა მოიგონონ წასული ადამიანი და მასზე სხვადასხვა ამბას ყვებიან. პატრაში უსმენდა ამ ამბებს და მოკლე ლექსადა აქცევდა ხოლმე მათ, შემდეგ კი ხეზე ტვიფრავდა.

თავისი პირველი ლექსი პატრაშმა 1935 წელს ამოტვიფრა. ამ საქმეს ის საკუთარ გარდაცვალებამდე - 1977 წლამდე ემსახურებოდა. როგორც ამბობენ, მას დაახლოებით 800-მდე ეპიტაფია აქვს გაკეთებული.


ხუროს გარდაცვალების შემდეგ მისი ვაკანტური ადგილი პატრაშის შეგირდმა, დუმიტრუ პოპმა გააგრძელა. დღესდღეობით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრები მიდიამ დუმიტრუსთან და მას ჯვრის გაკეთებას სთხოვენ. ისიც ასრულებს ამ თხოვნას საკუთარი სახლის უკან გაკეთებულ სახელოსნოში. მუხის დაფებს ცისფრად ღებავს და ორნამენტებით აფორმებს. შემდეგ ხატავს რამეს, რაც დაკავშირებულია უშუალოდ მიცვალებულთან, ბოლოს კი თხზავს ლექსს. ავტორი თავად წყვეტს, რას დახატავს და როგორ ლექსს დაწერს.



უნდა აღინიშნოს, რომ ლექსების უმრავლესობა შავი იუმორია. ხშირად საუბარია გარდაცვლილი ადამიანის დამოკიდებულებაზე ალკოჰოლისადმი, ქალებისადმი და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები