პარიზის ზაფხულის თამაშები იწყება და ოლიმპიური სოფელი უკვე შეეგება პირველ მონაწილეებს. პარალელურად, საფრანგეთის პოლიცია უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს ახორციელებს და ქალაქის ცენტრალურ უბნებში შესვლა ნაწილობრივ შეზღუდა. ე.წ. ნაცრისფერ ზონაში შესვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს ან იმ ტურისტებს შეუძლიათ, რომელთაც სასტუმროს ჯავშანი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი სპორტსმენებიი და რკინის ბარიკადები ქალაქში მხოლოდ 18 ივლისს გამოჩნდაა, ადგილობრივებს ეს მდგომარეობა აღარ მოსწონთ. ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მაიმუნების პლანეტას ჰგავს.
ვნახოთ, როგორ მუშაობს კომპლექსი და რატომ გამოიწვია დიდი ინტერესი მსოფლიოში.
ლოკაცია: ღარიბი წარსული, მდიდარი მომავალი
ოლიმპიური
სოფელი ნულიდან აშენდა, ამიტომ მას მთავარ ოლიმპიურ სამშენებლო ობიექტს უწოდებენ, რადგან სტადიონებზე ნაკლები დაიხარჯა (მხოლოდ ორი ახალი მუდმივი არენა გამოჩნდა). მთლიანობაში, სოფელი, რომლის აშენებას შვიდი წელი დასჭირდა, პარიზს $1,85 მილიარდი დაუჯდა.
ობიექტი ქალაქის ჩრდილოეთით, ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და 52 ჰექტარი ტერიტორია უკავია სენ-უენის, სენ-დენისა და ილ-სენ-დენის რაიონებს შორის. ადრე აქ სამრეწველო მიწები იყო. ეს ადგილი ღარიბების ტერიტორიად მიიჩნეოდა, სადაც კრიმინალი მძვინვარებდა, მაგრამ ოლიმპიურმა მემკვიდრეობამ ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს და იმიტომაც გადაწყდა სოფლის აქ მოწყობა, რომ ამ ცუდი სახელის მქონე რაიონს "ეშველოს". სოფელს, თავისი ინფრასტრუქტურითაც დიდი წვლილი შეაქვს ქალაქის განვითარებაში. 2025 წელს აქ მოწყობილი ბინების მესამედი გაიყიდება, ნაწილი საჯარო საცხოვრებლად გამოიყენება, დანარჩენი კი გაქირავდება.
ოლიმპიადის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სპორტსმენებს სპორტულ ობიექტებზე წვდომის პრობლემა არ შეექმნებათ. სავარჯიშო ადგილამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება, ხოლო შეჯიბრების ადგილებამდე - 30-ზე ნაკლები. ბუნებრივია, ამ სოფელში არ იცხოვრებენ ის სპორტსმენები, რომელთა შეჯიბრებები პარიზის გარეთ ტარდება. ტაიტიზე, სადაც სერფინგის შეჯიბრი გაიმართება, ტალღების დაჭერის მოყვარულები საკრუიზო გემზე გაჩერდებიან. განთავსება ასევე გათვალისწინებულია ლილში, მარსელსა და შატოურში.
მთლიანობაში კომპლექსი 82 შენობისგან შედგება. ტერიტორიაზე არის ფართო რესტორანი 3200 ადგილით, მობილური კვების ობიექტები, მაღაზიები, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი, 24-საათიანი საავადმყოფო, პოლიციის განყოფილება, ფოსტა და საბავშვო ბაღიც კი. ერთი თვის განმავლობაში სოფელი 14 500 სპორტსმენს, მწვრთნელს და დელეგაციების წარმომადგენელს უმასპინძლებს, პარაოლიმპიადაზე კი 8 ათას სტუმარს ელოდებიან.
სოფლის სიმბოლური გახსნა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მოხდა, როცა კომპლექსში ოთახები ჯერ კიდევ არ იყო მოწყობილი. ღონისძიებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრო და გახსნის დღეს "დიდი" უწოდა. სხვათა შორის, სწორედ იქ დაჰპირდა სახელმწიფოს მეთაური მაცხოვრებლებს სენაში ბანაობას, რომლის დაბინძურებაზეც ხშირად საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით სიტყვა არ შეუსრულებია.
ოთახები და პირობები: 300 ათასი პრეზერვატივი, მაგრამ კონდიციონერისა და კარტოფილი ფრის გარეშე
საერთო ჯამში კომპლექსში 3000 ბინა და 7200 ოთახია. მშენებლობის დროს მათ სერიოზული აქცენტი გააკეთეს გარემოს დაცვაზე და ეკოლოგიაზე. მაგალითად, შენობების ასაგებად გამოიყენებოდა დაბალნახშირბადოვანი ბეტონი, ხოლო პატარა შენობები ხისგან არის დამზადებული. ოთახებშიც ყველაფერი გარემოს სასარგებლოდ კეთდება, თუმცა ზოგიერთი პოზიცია საეჭვო და საკამათოა.
სპორტსმენები მუყაოს ანტისექსის საწოლებზე დაიძინებენ. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი წლის წინ. მაგრამ კონდიცირების ნაკლებობა, რომელიც ასევე გარემოს სასარგებლოდ კეთდება, დელეგაციების ხელმძღვანელებს ძალიან აღიზიანებთ. პარიზში ძალიან ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ოთახებში არ არის მაცივარი, ტელევიზორი, ყავის აპარატი. თუმცა, თითოეულ დელეგაციას შეუძლია შეუკვეთოს საჭირო დამატებითი აღჭურვილობა წარმოდგენილი კატალოგიდან.
მუყაოს საწოლების გარდა, სპორტსმენებს ხვდებათ: ლეიბს (შეიძლება შეირჩეს სხვადასხვა სიმტკიცე), საწოლის მაგიდას ჩასაკეტი უჯრით, რადიოს, სამკითხველო ნათურას, სკამს, ყავის მაგიდას,. თეთრეულის გამოცვლა მოხდება ოთხ დღეში ერთხელ, პირსახოცების - ორ დღეში ერთხელ. ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სოფელში მცხოვრებლებს დაახლოებით 130 ათას კაფსულა სარეცხის ფხვნილს მიაწვდის. სპორტსმენებს უკვე ტრადიციული ოლიმპიური პრეზერვატივებიც არ მოაკლდებათ - მათი რაოდენობა დაახლოებით 300 ათასი იქნება (მიუხედავად იმისა, რომ სოფელში 14500 მონაწილეზე მეტი არ იცხოვრებს).
თითო აპარტამენტში მაქსიმუმ რვა სპორტსმენი იქნება განთავსებული, თითო აბაზანაზე ოთხი სპორტსმენი. ორადგილიანი ოთახების მინიმალური ფართობი 12 კვადრატული მეტრია. ერთადგილიანი ოთახები დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის - 9 კვ. მეტრი.
ასეთმა პირობებმა აღაშფოთა პატრიოტების პარტიის ლიდერი ფლორიან ფილიპო, რომლის ციტატაც ფართოდ გავრცელდა ახალი ამბების არხებზე: "არ არის კონდიციონერი. დროის 90 პროცენტი შენობაში, სადაც 28 გრადუსი ტემპერატურა იქნება. სპორტსმენებს 8,2 ათასი ვენტილატორი გადაეცემათ. 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახებში ორი სპორტსმენი იქნება და ოთხი ადამიანისთვის განკუთვნილი აბაზანა იქნება. მუყაოსგან დამზადებული საწოლები, სირცხვილი! მიზანი საფრანგეთის კიდევ ერთხელ დამცირება და შეურაცხყოფა მთელი მსოფლიოს წინაშე!"
ორგანიზატორები ფრანგულ, აზიურ, აფრო-კარიბულ და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სამზარეულოს კერძებს შესთავაზებენ სტუმრებს. თუმცა ამჯერად არ იქნება ბევრ ქვეყანაში ასე პოპულარული კარტოფილი ფრი. იქნება ცალკე მენიუ ვეგეტარიანელებისთვის, მაგრამ ასევე შეზღუდვებით. არ იქნება ავოკადო, რადგან მისი მიწოდება საკმაოდ ძვირი ჯდება.
რესტორანში ადგილობრივ დელიკატესებს ვერ ნახავთ, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ახალი, თბილი პური, რადგან კომპლექსს აქვს საკუთარი საცხობი.