ამ ხალხს ცხოვრების საკუთარი წესები ჰქონდა, რომლისადმი დაუმორჩილებლობა შეუძლებელი იყო.
მონღოლთა იმპერიის დამაარსებელმა ჩინგიზ ხანმა თავისი ხალხისთვის კანონების მთელი წყება შექმნა. ყველა მათგანი ძირითადად აკრძალვებისაგან შედგებოდა. ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი ხალხს მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებაში ეხმარებოდა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ტაბუ მართლაც უცნაური იყო. მაგალითად, ადამიანებს ეკრძალებოდათ ჭურჭლისა და ტანსაცმლის რეცხვა.
თუ ვინმე დაუმორჩილებლობას გადაწვეტდა, მას ყველაზე მკაცრი სასჯელი - სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. საინტერსოა, რა გახდა ასეთი უცნაური ტაბუს მიზეზი?
"საშინელი" დანაშაულები
ძველ მონღოლურ კანონთა კოდექსშიც რაციონალური ფაქტორები არსებობდა.
სტიქიების პატივისცემა
ჩინგიზ-ხანი ყველაზე მეტად ორ სტიქიას, წყალსა და ცეცხლს ეთაყვანებოდა. მას სჯეროდა, რომ ჭუჭყიანი ჭურჭლის და ტანსაცმლის გარეცხვით ამ ორ სტიქიას შეურაცხყოფას აყენებდა. სწორედ ამიტომ წყლის ან ცეცხლის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების გამო ადამიანი ან მთელი მისი ოჯახი სიკვდილით iისჯებოდა.
სიფრთხილით ეკიდებოდნენ მონღოლები პირად ჰიგიენასაც. ახალშობილ ბავშვებსაც კი სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ ბანდნენ. ამის შემდეგ დაბანა აკრძალული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა გარდაუვალი იყო და ეს ეხებდა არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მის მშობლებსაც.
ასე რომ, ჩინგიზ-ყაენის მეომრები ტანსაცმელს იქამდე ატარებდნენ, სანამ დრო ან ჭუჭყი არ გახრწნიდა. რაც შეეხება ჭურჭელს, მონღოლები მას ბალახით ან ძროხის ფუნით წმენდნენ (!).
და როგორც გაწმენდის საშუალებას, რადგან დაბანა აკრძალული იყო, ხშირად იყენებდნენ ცეცხლს. ამასაც ძალიან რაციონალურად, რადგან ამ სტიქიასაც პატივს სცემდნენ. ადამიანს შეეძლო გაევლო გზა ორ ცეცხლს შორის. ითვლებოდა, რომ ამ გზით ადამიანი იწმინდებოდა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.
სავალალო შედეგები
ვინაიდან მონღოლები არ იცავდნენ პირად ჰიგიენას, არ ბანაობდნენ, არ რეცხავდნენ ტანსაცმელს და ჭურჭელს, დროთა განმავლობაში ეპიდემიამ იფეთქა. ხალხმა იტანჯებოდა სხვადასხვა პარაზიტების გამრავლებითაც - ტილებით, რწყილებით, რის გამრავებასაც ხელს უწყობდა სიბინძურე და ჭუჭყი. ასე რომ, დროთა განმავლობაში, ჩინგიზ ხანის ზოგიერთი კანონის გაუქმება გარდაუვალი გახდა.