ჯერ კიდევ 4 წლის წინ მირა და ჯერემი ტომპსონებმა 1989 წლის გამოშვების სასკოლო ავტობუსი იყიდეს. რაში დასჭირდათ? ეს მხოლოდ ამ კრეატიულმა წყვილმა იცოდა. მათ საკუთარი ხელით აქციეს 11-მეტრიანი საკმაოდ ფართო ავტობუსი მყუდრო კომფაქტურ საცხოვრებლად. მათ მიერ ჭკვიანურად დაგეგმილი სივრცე და შექმნილი გარემო ბევრს არწმუნებს, რომ სივიწროვე არაფერია, თუ კარგად მოიფიქრებ და დაგეგმავ ყველაფერს. სიმყუდროვის პოვნა კი ყველგან შეიძლება, სადაც ცოლ-ქმრის ურთიერთგაგება და სიყვარულია.
სახლის ჭერი ხის არის, კედლებიც ხით მოაპირკეთეს შიგნიდან და გარედან. ასე ლამაზიც გამოვიდა, თბილიც და ეკოლოგიურად სუფთაც.
ბორბლების ადგილზე საყვარელი დივანი და ღუმელია, რომელიც მთელ სივრცეს ათბობს და მეტ სიმყუდროვესაც სძენს.