ეს ნამდვილი ოცნების სახლია ბევრისთვის, საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის. ტოსკანის პატარა სოფელში მდებარე ამ სახლის გარშემო სულ სილამაზეა, მზის სხივები და სასიამოვნო ჩრდილი ერთმანეთს ცვლის და მისი მფლობელები ამბობენ, რომ აქ თავს ისე გრძნობენ, თითქოს სამოთხეში იყვნენ.
როცა ნახეს, რომ სხვებსაც ასეთი განცდა დაუტოვა ქოხმა, გადაწყვიტეს, გაექირავებინათ სახლი სახელად La Piantata, და ბევრი მსურველიც გამოუჩნდათ. მით უმეტეს, რომ შიგნითაც საოცარი გარემოა.
სახლი 8 მეტრის სიმაღლეზეა აგებული. ლავანდის მინდვრებით არის შემოფარგლული, გათბობაა, კომფორტული საწოლი, აბაზანა, ტერასა და შამპანიურებით სავსე მაცივარი. გარდა ამისა,
ერთადერთი მინუსი აქვს ამ ყველაფერს - რეალურ ცხოვრებასთან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.