ყველაზე პატარა და ძვირად ღირებული სახლი მსოფლიოში

ნეტავ ვინ იყიდდა 17,5 კვადრატული მეტრი ფართობის მინიატურულ სახლს  275 ათას ფუნტ სტერლინგად?

ალბათ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ გადაიხდის ამ პაწაწინა სახლში ასეთ დიდ თანხას, თუმცა... როგორც კი ინტერნეტში გამოჩნდა პუბლიკაცია მსოფლიოს ყველაზე პატარა და ძვირად ღირებულ სახლთან დაკავშირებით, ორი რეალურად დაინტერესებული პირი სასწრაფოდ გამოეხმაურა ამ ინფორმაციას.

მინიატურული სახლი მდებარეობს ლონდონის ჩრდილოეთში, ისლინგტონში. სახლის ყველაზე განიერი ადგილი 5 მეტრია, თუმცა სახლს მიზერული შიდა ბაღიც კი აქვს.



შესასველშივე განთავსებულია მინი-სამზარეულო. იმისათვის, რომ მოხვდეთ საძინებელში, სამზარულოს მაგიდის თავზე უნდა აღმოჩნდეთ პატარა დაკიდებული

კიბეებით.


მინი-სახლი ფარეხს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე საცხოვრებელ სახლს, თუმცა მცირე ფართი ძალიან გონივრულად არის გადანაწილებული და ათვისებული. მისაღების ამაღლებული ნაწილი, იგივე ხის პოდიუმი სათავსოს ფუნქციასაც ითავსებს.


საძინებელი კი ანტრესოლში მდებარეობს. მისი სიგრძე 2,29, ხოლო სიგანე - 1,73 მეტრია.


მინიატრული საპირფარეშო და საშხაპე კი ერთად არის.

უძრავი ქონების აგენეტები სახლს უნიკალურს უწოდებენ და ასეც არის. როგორც ვარაუდობენ, მას რომელიმე ინვესტორი შეიძენს და გააქირავებს, ეს ხომ ღამის გასათევი მშვენიერი ადგილია.

კომენტარები

nana 2016-06-27 07:27
Es saxli zustad ert adamianze aris gatvlili studentze,utsolo katsze pasi rom kondes normaluri,magram es xom Londonia!
teo 2016-06-23 17:42
cicqna aq eri adamianic ar daeteva.

კომენტარის დამატება