როგორ ავარჩიოთ ყველაზე მწიფე და გემრიელი საზამთრო

საზამთრო ზაფხულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც საზამთრო არ უყვარს, თუმცა ამ პროდუქტის შერჩევა ადვილი სულაც არ არის. ბაზარში თუ მარკეტში იმდენი საზამთროა, თვალი აქეთ-იქით გაგექცევათ, თუმცა, რომელი აირჩიოთ არ იცით. ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.
1.ზომა
პირველ რიგში მოერიდეთ ძალიან დიდი ზომის საზამთროებს., ჩვენს კლიმატურ პირობებში ძალიან დიდი ზომის საზამთროები არ მოდის და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობა იმისიაა, რომ დიდი ზომის საზამთრო სასუქებით არის მოყვანილი.
2.ყვითელი ლაქა
ყვითელი ლაქა მწიფე ნაყოფის დამახასიათებელი ნიშანია, ასე რომ,

რაც უფრო დიდი ზომის ყვითელი ლაქა აქვს საზამთროს, მით უფრო მწიფე და გემრილია იგი.
3.სქესი
გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს ბიჭი და გოგო საზამთროები, ბიჭ საზამთროებს უფრო მოგრძო ფორმა აქვთ, გოგოები კი უფრო მომრგვალებულები არიან. Gგოგო საზამთრო უფრო ტკბილია.
4.ხმა
Mმწიფე საზამთროს ხელის დარტყმის დროს სპეციფიური ხმა აქვს. Aასევე შეგიძლიათ მოუჭიროთ ორი ხელი, თუ ტკაცუნის ხმა შემოგესმათ, ე.ი. ნაყოფი მწიფეა და ტკბილიც იქნება.
5. კუდი
ყვითელი, გამომშრალი კუდი სიმწიფის მაჩვენებელია, მწვანე ყუნწი კი იმაზე მიუთითებს, რომ საზამთრო ახალი მოკრეფილია და კარგად დამწიფებული არ არის.
6.სუნი
საზამთროს ქერქს გამოკვეთლი ქორფა სუნი უნდა ჰქონდეს. თუ საზამთროს სუნი საერთოდ არ აქვს, ასეთი საზამთროს ყიდვისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები