რამდენ რამეში შეიძლება გამოგადგეთ უბრალო ფრჩხილების ლაქი

გვინდა შემოგთავაზოთ იდეები, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ფრჩხილების ლაქი მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად.

1. ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ონკანზე ცივისა და ცხელი წყლის აღმნიშვნელი ნიშანი გადადის. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ფრჩხილების ლაქი და თავიდან აღნიშნოთ ეს მაჩვენებლები.



2. თითქმის ყველა გოგონას აქვს ასე მოდური ფლუორესცენტული ფრჩხილების ლაქი. ის შესანიშნავია ტელევიზორის პულტზე ციფრების აღსანიშნად, რათა ღამეც კარგად გამოჩნდეს.



3. ფრჩხილების ლაქის სულ ერთი წვეთი შესანიშნავად შეაჩერებს ნეილონის წინდაზე წასულ თვალს.



4. ასევე ძალიან ეფექტურია ფრჩხილების ლაქის გამოყენება თქვენს ავტომობილზე მცირე

ნაკაწრების დასაფარად.



5. თუ თქვენს იაფფასიან ბიჟუტერიას გამჭირვალე ფრჩხილის ლაქს გადაუსვამთ, ალერგიულ რეაქციასაც აირიდებთ თავიდან და ნივთს გაშავებისგანაც დაიცავთ.



6. თუ უეცრად სათვალე გაგიტყდათ და არ იცით რა ქნათ, ნუ დაღონდებით, გატეხილ შუშას ორივე მხრიდან გადაუსვით გამჭირვალე ლაქი. ასე ის კიდევ რამდენიმე დღე ან საათის განმავლობაში შეგიძლიათ იხმაროთ, სანამ ახალს შეიძენთ.



7. თუ თქვენს სამარილეს ან საპილპილეს ძალიან დიდი ნახვრეტები აქვს, ნაპირებთან ფრჩხილის ლაქი გადაუსვით და უხერხულობას თავიდან აიცილებთ.

8. ასევე ფრჩხილის ლაქის სუნის მეშვეობით შესძლებელია გულწასული ადამიანის მოსულიერება.



9. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ღილი აწყვეტის პირასაა და ნემსი და ძაფი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ მოშვებულ ძაფს ლაქი გადაუსვათ და ამით პრობლემას გარკვეული ხნით მოაგვარებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები