ეგზემა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კანის დაავადებაა, რომლისგან თავის დაღწევაც ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ. გამწვავებული ფორმისთვის დამახასიათებელია საშინელი სიწითლე და გამონაყარი. ჩვენ არც ვამტკიცებთ, რომ ეგზემის მკურნალობა ხალხური მეთოდებითაა შესაძლებელი, თუმცა გაღიზიანების შემცირება და კანის შედარებით დამშვიდება კი ნამდვილად რეალური ყოფილა. გამოცდილი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ეს მეთოდი თუ არ დაგიამებთ გაღიზიანებას, დისკომფორტს ნამდვილად არ მოგიტანთ, ამისთვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ შვრიის ფანტელი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ეს მეთოდი ზოგადად გაღიზიანებულ და დაღლილ ფეხებსაც უხდება.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
წინდა
შვრიის ფანტელი
გამოყენება:
ჩაყარეთ შვრიის ფანტელი წინდაში და მოუკარით თავი.
დაკიდეთ ეს წინდა აბაზანის ონკანზე
აავსეთ წყალი და მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა.
ეგზემის მკურნალობა კომპლექსური პროცესია, თუმცა ამ ნატურალური კომპონენტის წყალობით თქვენ შეგიძლიათ დაიმშვიდოთ კანი და გარკვეულწილად ჩააცხროთ გაღიზიანება.