ფერიცვალების მონასტრის ძველი და ახალი ცხოვრება – დარეჯან დედოფლის სასახლიდან დღემდე

ავ­ლა­ბა­რი თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი უბა­ნია. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მი­სი ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა ისა­ნია. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ეს ად­გი­ლი ძვ. წ. I ათ­წ­ლე­უ­ლი­დან ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი. XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ისან­ში სა­ქარ­თე­ლოს მე­ფე­თა სა­სახ­ლე­ე­ბი, ტაძ­რე­ბი, ბა­ღე­ბი და სა­ვა­ნე­ე­ბი იყო მოწყო­ბი­ლი. XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და­სას­რუ­ლის­თ­ვის ისანს ეწო­და მე­ტე­ხი. სა­ხელ­წო­დე­ბა ავ­ლა­ბა­რი, რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, XIV სა­უ­კუ­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და.

მდი­და­რი ის­ტო­რია
ძვე­ლი ისა­ნი ჩვენ თვალ­წინ მე­ტე­ხის ტაძ­რით იშ­ლე­ბა. მე­ტე­ხის გო­რა­ზე, ის­ნის უძ­ვე­ლეს ზღუ­დე­ზე აღ­მარ­თუ­ლი და­რე­ჯან დე­დოფ­ლის სა­სახ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბულ მხატ­ვ­რულ-არ­ქი­ტექ­­ტუ­რულ და ის­ტო­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ანი­ჭებს თბი­ლი­სის ამ ძველ უბანს, სა­ი­და­ნაც ქა­ლა­ქის

ლა­მა­ზი ხე­დი მო­ჩანს.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ მე­ფე ერეკ­ლეს მე­უღ­ლე და­რე­ჯან დე­დო­ფალს, ავ­ლაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვე­ლი ცი­ხის ნან­გ­რე­ვებ­ზე სა­სახ­ლე და მე­ფი­სა და დე­დოფ­ლის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნე­ბის - წმინ­და ერეკ­ლე­სა და წმინ­და და­რი­ას სა­ხელ­ზე კა­რის ეკ­ლე­სია აუგი­ა (1776 წ.). და­რე­ჯან დე­დოფ­ლის თა­ოს­ნო­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია და სა­სახ­ლე, სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბებ­თან ერ­თად, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პ­ლექსს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ქვის გა­ლავ­ნით არის შე­მოზღუ­დუ­ლი. და­რე­ჯან დე­დოფ­ლის სა­სახ­ლე სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია იყო, მას სხვაგ­ვა­რად „თბი­ლი­სის სა­ჩი­ნო“ ერ­ქ­ვა.



1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის მი­ერ თბი­ლი­სის აოხ­რე­ბი­სას, სა­სახ­ლე და ტა­ძა­რი ძლი­ერ და­ზი­ან­და. ამ დი­დი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­სახ­ლე და ტა­ძა­რი თა­ვის მიმ­დე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი­თურთ, რო­გორც პლა­ტონ იოსე­ლი­ა­ნი გვამ­ც­ნობს, სა­ხელ­და­ხე­ლოდ იქ­ნა აღ­დ­გე­ნი­ლი. ერეკ­ლე მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (1798 წ.) და­რე­ჯან დე­დო­ფალ­მა სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნის უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბი აქ გა­ა­ტა­რა. რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, დე­დო­ფა­ლი 1803 წელს პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. 1807 წელს უცხო­ო­ბა­ში მი­ა­ბა­რა სუ­ლი უფალს სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბით და­ტან­ჯულ­მა დე­დო­ფალ­მა. იგი ალექ­სან­დ­რე ნე­ვე­ლის ლავ­რის, ხა­რე­ბის ტა­ძარ­ში დაკ­რ­ძა­ლეს. იქ­ვე პო­ვეს სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნებ­ლი ჟამ­თა სი­ა­ვის­გან სამ­შობ­ლოს მოწყ­ვე­ტილ­მა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლებ­მაც...

მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლის ცნო­ბით, და­რე­ჯან დე­დოფ­ლის პე­ტერ­ბურ­გ­ში გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­სახ­ლე ეკ­ლე­სი­ი­თურთ შე­ი­ძი­ნა ეგ­ზარ­ქოს­მა თე­ო­ფი­ლაქ­ტემ და იქ სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და სამ­რევ­ლო სკო­ლა გახ­ს­ნა. 1824 წელს ეგ­ზარ­ქოს­მა იონამ ტა­ძა­რი მაცხოვ­რის ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის სა­ხელ­ზე აკურ­თხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი გა­იხ­ს­ნა. მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი იყო მრა­ვა­ლი სიწ­მინ­დე, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სიწ­მინ­დე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით მო­ნას­ტ­რი­დან გა­ი­ტა­ნეს.

XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში მო­ნას­ტ­რის საძ­მოს უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა. კა­თა­ლი­კოს ლე­ო­ნი­დეს­თან გაგ­ზავ­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­ში წი­ნამ­ძღ­ვა­რი ისა­ა­კი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდ გუ­ლის­ტ­კი­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს: „შუ­ა­გულ ქა­ლაქ­ში, ჩვენს მაც­დურ ხა­ნა­ში, რო­ცა ცხოვ­რე­ბა იქამ­დე აქვთ, რომ გა­მო­ი­ჩი­ნონ შნო და უნა­რი და არც პი­რო­ბე­ბი უწყობთ ხელს, არ არის საკ­მაო მი­წა, რომ და­ა­მუ­შა­ონ, არა აქვთ ბა­ღე­ბი, რომ თა­ვი­ან­თი ოფ­ლი შიგ ჩაღ­ვა­რონ და თა­ვი­ან­თის ამა­გით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­საც და­ეხ­მა­რონ“... დე­კა­ნო­ზი ისა­ა­კი აღ­წერს მო­ნას­ტერ­ში შექ­მ­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბას და ითხოვს, რომ მო­ნას­ტ­რის „ბე­რებს მი­ე­ცეთ სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­ან­თი დი­დი მო­ვა­ლე­ო­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბი­სა, სა­დაც მათ­თ­ვის გამ­ზა­დე­ბუ­ლია ფრი­ა­დი სამ­კა­ლი“.



იმ დრო­ის­თ­ვის, რო­გორც ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ნას­ტერს ჰქონ­და „ქა­ლაქ თბი­ლის­ში ქვით­კი­რით შე­მოზღუ­დუ­ლი 1162 სა­ჟე­ნი მი­წა, რო­მელ­ზე­დაც სხვა­დას­ხა დროს აშე­ნე­ბუ­ლია ექ­ვ­სი შე­ნო­ბა“. გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მე­რე, მო­ნას­ტ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და. მის კუთ­ვ­ნილ მი­წებ­ზე და­სახ­ლ­და სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. მო­ნას­ტერს ჩა­მო­არ­თ­ვეს სა­თი­ბე­ბი და მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა­დას­ხ­ვა ნა­გე­ბო­ბა. 1920 წელს კი მო­ნას­ტე­რი გა­და­კეთ­და სამ­რევ­ლო ეკ­ლე­სი­ად, ხო­ლო აქ მოღ­ვა­წე ბე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მო­ნას­ტე­რ­ში გა­და­ვიდ­ნენ. 1922 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, წმინ­და ამ­ბ­რო­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მო­ნას­ტ­რუ­ლი ცხო­ვ­რე­ბა კვლავ აღ­დ­გა.

ძა­ლი­ან მა­ლე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კვლავ და­უდ­გა მძი­მე ჟა­მი, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის მო­ნას­ტე­რი და­ი­ხუ­რა. ეკ­ლე­სი­ას საწყო­ბა­დაც იყე­ნებ­დ­ნენ, იქ მუ­ზე­უ­მიც იყო, შემ­დ­გომ­ში „ერ­თი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რი“ და­არ­ს­და და 90-იან წლე­ბამ­დე თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმარ­თე­ბო­და.

1990 წლი­დან ეკ­ლე­სია სა­პატ­რი­არ­ქოს გამ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და და უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით აქ დე­და­თა მო­ნას­ტე­რი და­არ­ს­და. ჩა­ტარ­და აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მი­სი შე­მო­გა­რე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და მი­ნა­შე­ნე­ბი­სა­გან. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის პირ­ვან­დელ და­გეგ­მა­რე­ბას ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია, სა­სახ­ლი­სა და კა­რის ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა იმა­ზე უნ­და მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რომ სა­სახ­ლე მხო­ლოდ „სა­ჩი­ნოს“ ერ­თი სა­თავ­სით არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცხა­დია, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა და და­ინ­გ­რა.

შიგ­ნით ირა­ნულ ყა­ი­და­ზე იყო მორ­თუ­ლი. ეკ­ლე­სი­ას, ისე­ვე რო­გორც სა­სახ­ლეს, ქარ­თუ­ლი და ის­ლა­მუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სინ­თე­ზი ახა­სი­ა­თებს. იგი გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რია.



ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის ტა­ძა­რი ბა­ზი­ლი­კუ­რი სტი­ლი­საა. სა­კურ­თხე­ვე­ლი ახ­ლი­დან მო­ი­ხა­ტა ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ იოსებ ვა­ნი­ძის მი­ერ.

მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რია იღუ­მე­ნია მა­რი­ა­მი (მი­ქე­ლა­ძე). მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე დე­დე­ბი საკ­მა­ოდ ბევრს შრო­მო­ბენ. მა­თი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი სა­მუ­შაო, ხელ­საქ­მე, სა­მო­ნას­ტ­რო ბა­ღე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა. 2003 წელს, უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­იხ­ს­ნა მო­ნას­ტ­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სას­ნე­უ­ლო სახ­ლი (ჰოს­პი­სი - სა­დაც მძი­მე სნე­ულ ადა­მი­ა­ნებს უვ­ლი­ან) და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოწყა­ლე­ბის დე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი. მო­ნას­ტ­რის ერთ-ერთ ტე­რა­სა­ზე აშენ­და წმინ­და ალექ­სან­დ­რე ოქ­რო­პი­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი.

მო­ნას­ტ­რის წალ­კო­ტი
რო­გორც კი მო­ნას­ტ­რის კა­რიბ­ჭეს შე­ა­ღებთ, მა­შინ­ვე თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბათ ლა­მა­ზად მოწყო­ბი­ლი ეზო, კარ-მი­და­მო. ამ გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში მო­ნას­ტ­რის წევ­რე­ბის დი­დი შრო­მა და მზრუნ­ვე­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა. მო­ნას­ტ­რის იღუ­მე­ნი­ას ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ეზოს გამ­შ­ვე­ნე­ბა მო­ნა­ზონ სო­ფი­ოს აბა­რია. დე­და სო­ფიო მო­ნას­ტ­რის ბა­ღებს უკ­ვე შვი­დი წე­ლია უვ­ლის.

მო­ნა­ზო­ნი სო­ფიო:
- პი­რა­დად ჩე­მი მორ­ჩი­ლე­ბა ბა­ღე­ბი­სა და გა­რე­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მოვ­ლაა, რა­შიც დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს მრევ­ლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი. ჩვე­ნი ეზო ასე რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია.

მო­ნას­ტ­რის ტე­რი­ტო­რია სპე­ცი­ფი­კუ­რია თა­ვი­სი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო, ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით იქ­ნე­ბა ეს თუ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი. მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვ­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლ­ეო­ბით ხდე­ბა და­გეგ­მ­ვა, შე­თან­ხ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე პი­რა­დად ამ ყვე­ლაფ­რის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- რო­გორ ალა­მა­ზებთ ეზოს, რო­გორ უვ­ლით? ძი­რი­თა­დად რა მცე­ნა­რე­ე­ბი გაქვთ დარ­გუ­ლი?
- სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და შე­თან­ხ­მე­ბით ვიწყებთ ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბას. სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ბა­ღი სხვა­დას­ხ­ვა ად­გილ­ზეა, სირ­თუ­ლეც ეს არის და სი­ლა­მა­ზეც.

ეზო ძი­რი­თა­დად ვარ­დე­ბით გვაქვს გამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. არის ასე­ვე მა­რად­მ­წ­ვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი, სუ­რო­ე­ბი. ქვის კედ­ლე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად არის შე­მო­სი­ლი, რაც ეს­თე­ტი­კუ­რა­დაც ლა­მა­ზია. არის სურ­ნე­ლო­ვა­ნი ლა­ვან­დე­ბი. ჩრდი­ლის­თ­ვის გვაქვს ტი­რი­ფე­ბი. ტაძ­რის ეზო ძა­ლი­ან ცხე­ლია და ტი­რი­ფით გვინ­და, ჩრდი­ლი შევ­ქ­მ­ნათ. ზე­თის­ხი­ლის ხე­ე­ბიც გა­ვა­შე­ნეთ და გვაქვს მცდე­ლო­ბა, მი­სი ნა­ყო­ფი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რო­გორც იცით, ზე­თის­ხი­ლის ნა­ყო­ფი მხო­ლოდ გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არა პი­და­პი­რი სა­ხით. ვა­ზუს­ტებთ, გა­და­მუ­შა­ვე­ბის რო­მე­ლი მე­თო­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ძი­რი­თა­დად, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ფორ­მით გვაქვს, მო­ნას­ტ­რის ეზოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სიმ­ყუდ­რო­ვის გა­მო მი­სა­ღე­ბი მცე­ნა­რეა, ასე­თი ნი­ა­და­გი და პი­რო­ბე­ბი - ქა­რი და მზე - მოს­წონს. თან ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ზე­თის­ხი­ლი.



ასე­ვე გვაქვს იები, ბე­გო­ნი­ე­ბი, ორი სა­ხის ფი­კუ­სის პალ­მა, ჭრე­ლფოთ­ლე­ბიანი ჰო­ლან­დი­უ­რი ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზეს ქმნის.

- ზამ­თარ­ში რო­გორ უვ­ლით მცე­ნა­რე­ებს?
- ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა თით­ქ­მის ყო­ველ სე­ზონ­ზე ხდება. ვცდი­ლობთ, მო­ნას­ტ­რის ეზო ყვე­ლა სეზონზე ლა­მა­ზი იყოს. რო­ცა თოვ­ლია, მა­ინც გვი­წევს სა­ვა­ლი ბი­ლი­კე­ბის გაწ­მენ­და-და­სუფ­თა­ვე­ბა. გა­ზაფხულ­ზე ვიწყებთ სა­გა­ზაფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს, ამ დროს ხდე­ბა გას­ხ­ლ­ვა, და­ბარ­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა. აუცი­ლე­ბე­ლია ქი­მი­უ­რი ხსნა­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა. დღეს ისე და­ბიძ­ნუ­რე­ბუ­ლია ატ­მოს­ფე­რო, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ხე­ლოვ­ნუ­რად გვი­წევს მცე­ნა­რე­ე­ბის­თ­ვის ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა. ვფრთხი­ლობთ, უყუ­რადღე­ბო­ბით არა­ფე­რი და­ვაკ­ლოთ. ზამ­თარ­ში ში­და ინ­ტე­რი­ერს ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბით ვა­ლა­მა­ზებთ. ზამ­თარ­ში შე­სა­ნა­ხი პი­რო­ბე­ბი, ფარ­თო­ბი არ გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, ამი­ტომ ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს ძი­რი­თა­დად და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლე­ში ვი­ნა­ხავთ. ჩვენ გვაქვს ერ­თი ბა­ღი, სა­დაც გა­შე­ნე­ბუ­ლია სუბ­ტ­რო­პი­კუ­ლი, მა­რად­მ­წ­ვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი და ბა­ლა­ხის ტე­რა­სე­ბი.

- ბა­ლახ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა...
- ბა­ლახს სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა, წყა­ლი არ უნ­და მო­აკ­ლ­დეს. თან ასეთ ქვებ­სა და სიცხე­ში გა­სუფ­თა­ვე­ბა­სა და გაკ­რე­ჭას სა­ჭი­რო­ებს. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაოა და ამა­შიც მრევ­ლი გვეხ­მა­რე­ბა.

- უწ­მინ­დე­სის­თ­ვის თუ მი­გირ­თ­მე­ვი­ათ მო­ნას­ტ­რის ეზოს ყვა­ვი­ლე­ბი?
- კი, მიგ­ვირ­თ­მე­ვია. 100 მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღე­საც ვი­ყე­ნებთ ჩვენს ყვა­ვი­ლებს. ამ დღეს ტრა­დი­ცი­უ­ლად მტკვარ­ში ვუშ­ვებთ ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გულს... ეზო ლა­მა­ზი რომ იყოს, ჩვენს ბაღს აყ­ვა­ვე­ბულ ყვა­ვი­ლებს არ ვაკ­ლებთ.

თეა ცაგურიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები