მხატვრის სახელოსნო – თამარ შიუკაშვილის დადებითი პერსონაჟების სამყარო

რაც უნ­და ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, მთა­წ­მინ­და­ზე თა­მუ­ნა ში­უ­კაშ­ვი­ლის სა­­ხე­ლოს­ნო­ში რომ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გეც­ვ­ლე­ბა. ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სა­ხე­ზე ღი­მი­ლი გე­ფი­ნე­ბა და ხვდე­ბი, თე­მა­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წყა­ლო­ბით, მათ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი უპო­ვო: შინ თუ ოფის­ში; სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მი­სა­ღებ­ში, სა­ძი­ნე­ბელ­ში, ჰოლ­ში... ამიტომაც არის, რომ მისი ნახატები ბევრ ინტერიერს ამშვენებს.

მოგ­ზა­უ­რობ ამ და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სამ­ყა­რო­ში და გსურს, ყვე­ლა­ნი თან წა­იყ­ვა­ნო... პირ­ვე­ლი ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც და­ხა­ტა, კა­ტა იყო. ამა­ვე მტა­ცებ­ლის ტა­ტუს ვამ­ჩ­ნევ ხელ­ზე, ცე­რა და საჩ­ვე­ნე­ბელ თი­თებ­თან. მე­უღ­ლეს სა­ლონ­ში გაჰ­ყ­ვა, მის მო­ლო­დინ­ში იქ­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­კუ­თა­რი ხე­ლით

მო­ი­ხა­ზა კა­ტის ეს­კი­ზი, რო­მე­ლიც მე­რე სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა ტა­ტუდ აქ­ცია. თუმ­ცა, კა­ტე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, შინ ძაღ­ლი ჰყავს - ინ­გ­ლი­სუ­რი ბულ­დო­გი, მაგ­რამ ხატ­ვის დროს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, რო­ცა კა­ტის სა­ხე ფურ­ცელ­ზე გა­მოჰ­ყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხო­ვე­ლე­ბის თე­მა მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნია, თა­მუ­ნა ში­უ­კაშ­ვი­ლის ფერ­წე­რა პე­ი­ჟა­ზე­ბი­სა და ნა­ტი­ურ­მორ­ტე­ბის, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­ყა­რო­შიც გა­მოგ­ზა­უ­რებს. უმ­რავ­ლე­სო­ბა სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბით იმ­ზი­რე­ბა, მაგ­რამ ეს მრგვალ­თ­ვა­ლე­ბა გო­გო-ბი­ჭე­ბი, პრინ­ცე­სე­ბი და ბა­ლე­რი­ნე­ბი იმ­დე­ნად საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან, რომ უყუ­რებ და თით­ქოს გჯე­რა, ამ­ქ­ვეყ­ნად ბო­რო­ტე­ბა არ არ­სე­ბობს.

თა­მუ­ნა ში­უ­კაშ­ვი­ლი:
- ორი შვი­ლი მყავს, სა­ბა და ლა­ზა­რე. პირ­ველ­ზე 8 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა ბავ­შ­ვის ოთა­ხის­თ­ვის ნა­მუ­შევ­რე­ბი დავ­ხა­ტე. თუ­კი რამ ცხო­ვე­ლი არ­სე­ბობს, ყვე­ლას თა­ვი იმ სუ­რა­თებ­ში მო­ვუ­ყა­რე. დე­და­ჩე­მი, ჯუ­დი ფან­ჯი­კი­ძე მხატ­ვა­რია, დი­დი ხა­ნია მუ­შა­ობს, ბევრს კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში აქვს მი­სი ნა­ხა­ტე­ბი. ერ­თხელ მას­თან სა­ხე­ლოს­ნო­ში ვი­ღაც საკ­მა­ოდ მდი­და­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­ვი­და ნა­ხა­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად. ჩე­მი ათამ­დე ნა­ხა­ტი იქ­ვე ეწყო და შრე­ბო­და. მან მა­თი შე­ძე­ნა მო­ი­სურ­ვა. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თან­ხა და­ვუ­სა­ხე­ლე, ვი­ფიქ­რე, უარს იტყ­ვის და არ წა­ი­ღებს-მეთ­ქი, მაგ­რამ უკან არ და­ი­ხია და ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან იმ ფუ­ლით ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა ამავ­დ­რო­უ­ლად გავ­ბ­რაზ­დი, ასე რომ მოხ­და (ი­ღი­მის). მე­ო­რე­დაც იგი­ვე გან­მე­ორ­და. მა­შინ ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და აკა­დე­მია და დავ­ფიქ­რ­დი, ხატ­ვა ჩე­მი საქ­მეა, ამით უნ­და ვი­არ­სე­ბო და ად­რე თუ გვი­ან მო­მი­წევს იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი გავ­ყი­დო-მეთ­ქი... ხალ­ხ­მა და­დე­ბი­თად მი­ი­ღო ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ხატ­ვა­ში შევ­ძე­ლი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა.



- რო­გორ ფიქ­რობთ, დე­დის გავ­ლე­ნით გახ­დით მხატ­ვა­რი?
- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და ხა­ტავ­და, ვერ ვიტყ­ვი, რომ მი­სი გავ­ლე­ნით ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ა­ში, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­რე­მო დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­ზე. ხე­ლოვ­ნე­ბის არც ერ­თი დარ­გი ისე არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორც მხატ­ვ­რო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­მიძ­ლია სულ ვხა­ტო. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი კე­რა­მი­კა­სა და მი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში შემ­ს­წავ­ლე­ლი ფა­კულ­ტე­ტი კი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ეს სფე­რო არ მუ­შა­ობ­და. ამი­ტომ კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­ნამ­დე მო­სე თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უმ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც გო­ბე­ლენ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­ვის­წავ­ლე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ რო­ცა და­ვამ­თავ­რე, მივ­ხ­ვ­დი, დი­დად არ მი­ტა­ცებ­და. რო­გორც ბევ­რი ბავ­შ­ვი, მეც დავ­დი­ო­დი ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლა­ში და პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი სწო­რედ იქ მქონ­და. მა­ქებ­დ­ნენ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ბავშვს და მა­შინ მე­გო­ნა, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი (ი­ღი­მის). ასე რომ, ად­რე­ულ ასაკ­ში მო­ვი­ხიბ­ლე ხატ­ვით და სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე აღარც მი­ფიქ­რია.

- ცხო­ვე­ლე­ბი და ეს სტი­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აირჩიეთ?
- არა. დღე­ვან­დელ სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში რა ხდე­ბა, არ ვი­ცი, რად­გან მის ში­და სამ­ზა­რე­უ­ლოს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ მა­შინ, რო­ცა მე ვსწავ­ლობ­დი, გვქონ­და ერ­თა­დერ­თი ლექ­ცია, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბო­და, რა­ღაც სა­კუ­თა­რი ხედ­ვით გე­კე­თე­ბი­ნა. სხვა და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სწავ­ლის პრო­ცე­სი, სა­დაც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ჩარ­ჩო­ში ექ­ცე­ო­დი და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გქონ­და. ჩე­მე­უ­ლი ხატ­ვის მა­ნე­რა სწავ­ლის ბო­ლოს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ჩავ­დე დიპ­ლო­მის დაც­ვი­სას და შემ­დეგ წლებ­ში და­ვიწყე იმ სტილ­ში ხატ­ვა, რა­საც დღე­ს ვა­კე­თებ. ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი ამ ჟანრს ნა­ივს უწო­დე­ბენ. ნა­ი­ვუ­რი ფერ­წე­რა - მათ ასე და­არ­ქ­ვეს. ამ ჟან­რ­ში პირ­ვე­ლი ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბად “ვაქ­ცი­ე”, ისევ და ისევ კა­ტა იყო - კა­ტა-ქა­ლი­სა და კა­ტა-კა­ცის პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ლე­ გა­ი­ყი­და. ნა­მუ­შე­ვა­რი ჯერ კი­დევ სვე­ლი იყო, რო­ცა სა­ხე­ლოს­ნო­დან წა­ი­ღეს. და­ხა­ტუ­ლი მაქვს ვი­რე­ბის ოჯა­ხი, ბა­ლე­რი­ნა ბე­ჰე­მო­თე­ბი, ძაღ­ლე­ბი, სპი­ლო­ე­ბი, ზებ­რე­ბი, აქ­ლე­მე­ბი, პეპ­ლე­ბი... მომ­წონს ცხო­ვე­ლე­ბის ხატ­ვა.



ყვე­ლა ფე­რი უყ­ვარს, მაგ­რამ ოქ­როს­ფე­რი, ცის­ფე­რი, მწვა­ნე და იასამ­ნის­ფე­რი ის ფე­რე­ბია, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხატ­ვ­რის­თ­ვის შე­უც­ლე­ლია. თით­ქ­მის არ­ც ერ­თი მი­სი ნა­ხა­ტი, ამ ფე­რე­ბის გა­რე­შე არ იქ­მ­ნე­ბა.

ზე­თის სა­ღე­ბა­ვებ­თან ყვე­ლა­ზე კარ­გად მე­გობ­რობს და რო­ცა ვე­კითხე­ბი, აქვს თუ არა წე­ლი­წა­დის დრო­ებს მის ნა­მუ­შევ­რებ­ზე გავ­ლე­ნა, მპა­სუ­ხობს, რომ ზამ­თარ­ში ზაფხულს ხა­ტავს და ზაფხულ­ში პი­რი­ქით - ზამ­თარს. მსურ­ვე­ლებს ნა­მუ­შევ­რებს ძი­რი­თა­დად ჩარ­ჩო­სა და სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე ატანს, რად­გან სა­ხელ­წო­დე­ბი­სა და ჩარ­ჩოს დი­ზა­ინ-ფე­რის შერ­ჩე­ვის პრე­რო­გა­ტი­ვას ნივ­თე­ბის ახალ მფლო­ბე­ლებს ან­დობს.

სა­ხე­ლოს­ნო-გა­ლე­რე­ა­ში, თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მუ­შა­ობს. მთაწ­მინ­დის უბა­ნი, თბი­ლი­სუ­რი ეზო­ე­ბი და ძვე­ლი ქა­ლა­ქის გა­რე­მო კარ­გი მო­ტი­ვა­ციაა სა­ხა­ტა­ვად. მუ­ზე­ბის სტუმ­რო­ბას არ უჩი­ვის. დი­ლით სახ­ლი­დან სა­ხე­ლოს­ნოს გზა­ზე მი­მა­ვალს, უკ­ვე შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბა აქვს პა­ლიტ­რასა და სა­ღებავებ­თან მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის და ამ­ბობს, რომ ოჯა­ხი თა­ვის საქ­მე­ში ძა­ლი­ან უწყობს ხელს:



- ჩე­მი მე­უღ­ლე ბიზ­ნე­სის სფე­რო­შია. მორაგბე იყო, ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებს იმ შე­მად­გენ­ლო­ბით, რო­მელ­შიც ჩე­მი მე­უღ­ლე ბე­ქა კო­ბა­ხი­ძე თა­მა­შობ­და, ჩი­ლე­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი აქვს მო­გე­ბუ­ლი. ბე­ქა რაჭ­ვე­ლია, მე დე­და მყავს რაჭ­ვე­ლი და ყო­ველ ზაფხულს ჩავ­დი­ვარ რა­ჭა­ში. მე და ბე­ქა 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­სა და იმა­ვე კუთხე­ში ვის­ვე­ნებ­დით, დავ­დი­ო­დით ერთ მდი­ნა­რე­ზე, გვყავ­და სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით. ერთ წელ­საც შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს და ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად მოხ­და, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით და უკ­ვე 13 წე­ლია, ერ­თად ვართ. ის ჩე­მი დი­დი გულ­შე­მატ­კივარია. ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი, თა­ვის კა­ბი­ნეტ­შიც უკი­დია და ში­ნაც არა­ერ­თი გვაქვს. გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ერ­თი უყ­ვარს - ის კონ­კ­რე­ტუ­ლად მის­თ­ვის დავ­ხა­ტე (ი­ღი­მის).

- რა ნიშ­ნით არ­ჩევთ ნა­მუ­შევ­რებს სახ­ლის­თ­ვის და რა გეთ­მო­ბათ?
- ხალ­ხი ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში რომ მო­დის, ნა­მუ­შევ­რის შერ­ჩე­ვი­სას იბ­ნე­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, უჭირთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. რო­ცა შინ რა­მის წა­ღე­ბა მინ­და, მეც ისე­ვე ვდგა­ვარ და არ­ჩე­ვი­სას ვნერ­ვი­უ­ლობ, რო­გორც სხვე­ბი. არ არ­სე­ბობს, ნა­ხა­ტი ყო­ველ­თ­ვის კარ­გი გა­მო­ვი­დეს, ამი­ტომ, რო­ცა რა­ღაც არ მომ­წონს, დრო­ე­ბით გვერ­დ­ზე გა­დავ­დებ ხოლ­მე. არ ვხევ და არ ვა­ნად­გუ­რებ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეიფო­რია რომ გა­და­მივ­ლის, ვუბ­რუნ­დე­ბი და ხატ­ვას ვაგ­რ­ძე­ლებ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით კარ­გი გა­მო­დის, ვიდ­რე სხვა.



ჩე­მი ნა­მუ­შე­ვა­რი არას­დ­როს არა­ვის უყი­დია სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით. ღი­მი­ლით მო­დი­ან და ღი­მი­ლით­ვე მი­დი­ან. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, მო­სუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი და სწო­რედ იმ ნა­მუ­შე­ვარ­ზე შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვად არ მომ­წონს. ვე­რაფ­რით ვყი­დი ასეთ სუ­რათს. არა­და, ბევრ მხატ­ვარს თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი ენა­ნე­ბა გა­სა­ყი­დად, მაგ­რამ მე პი­რი­ქით ვარ. თუმ­ცა, ეს ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო არ ხდე­ბა. ჩემი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი მხო­ლოდ მე რომ მქონ­დეს, არა­ვინ გა­მიც­ნობს, არა­ვის ეყ­ვა­რე­ბა და ამი­ტომ ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რო­ცა ჩე­მი მო­რი­გი, ჩე­მი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი ჩემ­გან სხვას­თან მი­დის. ბევრ ქარ­თ­ველ და უცხო­ელ ხე­ლო­ვანს აქვს ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი და რო­ცა ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძე­ნენ, კი­დევ უფ­რო მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებს. ასე­თი ფაქ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი მეტ რწმე­ნას გი­ჩენს...

ფოტოგალერეაში იხილეთ მხატვრის სხვა ნახატები.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები