ეს კაცი 40 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს

პედრო ლუკა უკვე 40 წელია არგენტინის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ტუკუმანში, ერთ-ერთ გამოქვაბულში ცხოვრობს. 79 წლის მამაკაცი წყალგაყვანილობისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. როდესაც მოშივდება, იღებს თოფს და სანადიროდ მიდის ან სამი საათის სავალ მანძილზე მდებარე სოფელ სან-პედრო-დე-კოლალაოს სტუმრობს. მისი სასმელი წყლის ძირითადი წყარო - პატარა ნაკადულია. "ეს მსოფლიოში ყველაზე სუფთა და მდიდარი წყალია", - ამბობს ის.

ვინ არიან მისი მეზობლები? 11 მამალი და 2 თხა, რომლებიც მთელ დღეს მთის ფერდობზე ატარებენ, ხოლო ღამით, იაგუარებისა და სხვა მტაცებლების შიშით გამოქვაბულში ბრუნდებიან.

ლუკა

სან-პედრო-დე-კოლალაოს ლეგენდად იქცა. სოფლის მოსახლეობა ხშირად უნაწილებს მას საკუთარ ტანსაცმელსა და საკვებს. საკუთარი პენსიით, რომელიც 100-200 დოლარს შეადგენს, ის სანთლებს, საფუარსა და სიმინდს ყიდულობს.

პედროს აქვს ელემენტებზე მომუშავე რადიო, თუმცა, მთაში ძალიან რთულია კარგი სიგნალის დაჭერა.

პედრო ლუკა ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ბუნებაში განმარტოებით ცხოვრება, ბავშვობაშიც კი.

იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები