"ეს ტბაც საქართველოს ტერიტორიებივით პატარავდება - მთხრობელთა თქმით ის ადრე ბევრად უფრო დიდი ყოფილა..."
"ანგელოზის ტბა" - ასე ჰქვია ბუნებისგან იდუმალებითა და სილამაზით დაჯილდოებულ სვანეთში არსებულ ტბას, რომელიც ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი მისი ფორმის გამოც გახდა. გარდა იმ ლეგენდებისა, რომელიც მას უკავშირდება, მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს. მის ფორმის ბუნებრიობაში ბევრს ეჭვიც შეეპარა და ადამიანის ხელით შექმნილი, ფოტოშოპით დამუშავებული ეგონა...
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ანგელოზის ტბის პოვნის ისტორიას გვიამბობს:
- ეს საოცარი ტბა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. სვანეთში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი.
ვცდილობდი, ისეთი სიმაღლე მომეძებნა, რომ ანგელოზის ტბა ხელისგულივით გამოჩენილიყო. ცოტაოდენ ტაფობშია, ანუ ჩაღრმავებულ ადგილას და იქაურობა მთლიანად ლელქაშშია ჩაფლული. მივხვდი, რომ ახლოს მისვლას ვერ შევძლებდი, რადგან გარშემო ჭაობია. ტბა ერთი ციცქნაა, სულ 10 მეტრამდე იქნება. როდესაც დათოს ვკითხე, როგორ მიიღო ასეთი ფორმა-მეთქი, მიპასუხა, ასეთი გახდა, გარშემო ლელქაშები ამ ფერით ამოვიდაო... მისივე თქმით, ტბა თოვლის ნადნობი წყლებით იკვებება. წელიწადის სხვადასხვა დროს ვნახე, მაგრამ ყველაზე ლამაზი ოქტომბერშია, როდესაც ლელქაში ყვითელია და ცის ფერი ტბის წყალზე ლურჯად ირეკლება, ძალიან ლამაზად ჩანს. ზოგს ფოტოშოპი ეგონა, ზოგსაც, ადამიანების ავტორობით შექმნილი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივად მიიღო ასეთი ფორმა.
- თქვით, რომ ადრე სხვა ფორმა ჰქონია...
- დიახ, ჩვეულებრივი, წრიული ფორმის ყოფილა. როდესაც თოვლის ნადნობი წყალი არ აქვს, ანუ ვერ იკვებება, მცირდება და ფორმასაც კარგავს. შემდეგ კი, თოვილის დნობასთან ერთად ის საქართველოს რუკის ფორმას იღებს.
ჩვენ ტბის ისტორიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, სვან ქალბატონს, ფილოლოგიის დოქტორს, რუსუდან იოსელიანს დავუკავშირდით: განაგრძეთ კითხვა