გუკა თავბერიძეს უკვე ბევრი იცნობს. რამდენიმე წლის წინ წარმატებით დაიწყო ბიზნესი და დღეს მის ნატურალურ წვენებს ქართული სახელით "სავსე" მსოფლიო იცნობს. განსაკუთრებით ბრიტანეთშია პოპულარული, სადაც ამჟამად ცხოვრობს გუკა ოჯახთან ერთად და სადაც ჯერ კიდევ 7 წლისა გაემგზავრა.
“სავსე” გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ნაზავს შეიცავს, ამასთან გამოყენებულია სულ ახალი ტექნოლოგია – ცივი პასტერიზაცია, რათა შენარჩუნებული იქნას გემო, ვიტამინები და მინერალები, რომელიც როგორ წესი დუღილით პასტერიზაციის დროს იკარგება. “სავსე” ბრიტანეთის პოპულარულ მაღაზიათა ქსელში იყიდება.
როგორც გუკა იხსენებს, ასე დაიწყო მისი ბიზნესი:
- დედაჩემს,
2011 წლის ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ჩემს ოჯახის წევრებთან, საკუთარი ბიზნეს იდეების აქტიური დისკუსიის დროს, დედამ ბოსტნეულის და ხილის ნაზავი მომაწოდა. სასმელით სავსე ჭიქა ჩამოვართვი, მოვსვი და….უცებ მივხვდი, რომ ტყუილად ვეძებდი ბიზნეს იდეას სხვაგან, როცა ის უკვე ჩემს ხელთ იყო; პირველივე წუთებიდან მჯეროდა, რომ შევძლებდი წარმატებული ბრენდის შექმნას, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქციას. სახელი ქართული შევურჩიეთ: “სავსე” – რადგან ეს არის პროდუქტი, სავსე ვიტამინებით და ბუნებრივი ინგრედიენტებით, - იხსენებს გუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღეს მას ძალიან წარმატებული ბიზნესი აქვს და ყველასთვის არის მაგალითი იმისა, რომ კარგი იდეა, სწორად შერჩეული დრო და პატიოსანი შრომა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის გაამართლებს.
კომენტარები