ეს სახლი მე-18 საუკუნის დასასრულს აშენდა, თუმცა შიგნით რომ შეხვალთ, გაოცდებით!

ეს კომფორტული სახლი მე-18 საუკუნეში აშენდა და ინგლისში, კორნუოლესში მდებარეობს. იმდენად დიდი იყო მისი ყიდვის ან მისი დათვალიერების მოთხოვნა, გადაწყვიტეს, დღიურად გაექირავებინათ, როგორც სასტუმრო. ამბობენ, რომ ეს ადგილი - სახლი და მის გარშემო არსებული ტერიტორიები, იდეაულური ადგილია ქაოსისგან თავის დასაღწევად.სახლიდან საოცარი ხედი იშლება მთებისკენ.

თეთრი კედლები, ლერწმის სახურავი, მყუდრო ატმოსფერო და ბუხარი გულგრილს არავის დატოვებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საოცრება XVIII საუკუნეში აშენდა. მართლაც შთამბეჭდავი ასაკია. სახლის ინტერიერი განგაცვიფრებთ თავისი რომანტიულობით, ძირითადად რეტროს სტილშია გადაწყვეტილი.

კომენტარები

Kakhaberi 2016-09-27 17:17
მაგარია! ვიცხოვრებდი იმ სახლში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები