თუ ფენ-შუის შესახებ გსმენიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ ამ მეცნიერების მიზანი ადამიანსა და გარემოს შორის მაქსიმალური ჰარმონიის მიღწევაა. ჩვენთვის ყველაზე ახლობელი გარემო კი სახლია. როგორ გავხადოთ ჩვენი სახლი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. თურმე ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამზარეულოს. დიახ, თუ როგორ გაქვთ მოწყობილი სამზარეულო, ამაზეა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი ოჯახის კეთილდღეობა, რადგან, ფენ-შუის მიხედვით, სამზარეულო სიმდიდრის, წინსვლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.
როგორი უნდა იყოს თქვენი სამზარეულო ფენ-შუის წესების თანახმად:
1. უკეთესია, თუ სამზარეულო შესასვლელ კართან
2. საკვები ჩვენი ენერგიის მთავარი წყაროა. ამიტომ მშვიდ გარემოში უნდა მომზადდეს. ნატურალურ პროდუქტებს კი არამხოლოდ ვიტამინები, დადებითი ენერგეტიკაც მოაქვს. ამიტომ მენიუში ბევრი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ.
3. სამზარეულოში ყოველთვის შეინარჩუნეთ სისუფთავე და წესრიგი. მოაშორეთ ყველა ზედმეტი საგანი. ნუ გადატვირთავთ ისეთი ჭურჭლითა და ტექნიკით, რომლებსაც იშვიათად იყენებთ. ამ საგნებს ვერ გადაყრით, მაგრამ მისი სამზარეულოსგან მოშორებით შენახვა შესაძლებელია.
4. ფენ-შუი გკარნახობთ, რომ სამზარეულოში განათების რამდენიმე, სხვადასხვა სიმაღლეზე განთავსებული წყარო უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველაზე მაღლა გაზქურისა და სამუშაო მაგიდის გამნათებელი ნათურა მოექცეს.
5. ეცადეთ, სამზარეულოში ყვავილებიანი ლარნაკის ადგილი გამონახოთ. რაფებზე ქოთნის ყვავილები დადგით. ძალიან კარგია, თუ სამზარეულოში რომელიმე საკვებ მცენარეს მოიყვანთ - ქოთნის წიწაკა, ქოთნის მწვანილი, ლიმონი და სხვა.
სამზარეულოს ფერი
საუკეთესო ვარიანტია ყვითლის გრადაციები. ეს ფერი ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას უწყობს ხელს. ასევე კარგია წითლის, ყავიფრისა და თეთრი ფერების გამოყენებაც. მოერიდეთ სამზარეულოში ლურჯს, ცისფერსა და შავს.