აი, რით დაფრინავენ არაბი შეიხები და რუსი ოლიგარქები - საოცარი თვითმფრინავები

საინტერესოა, რით დაფრინავენ მდიდარი ადამიანები - არაბი შეიხები და რუსი ოლიგარქები?

ექსკურსიას პირველ რიგში Airbus Corporate Jets 319 (ACJ)-ის სალონით დავიწყებთ, რომელიც მართლაც განგაცვიფრებთ. სხვა ბიზნეს-ჯეტები ამ სალონთან შედარებით სათამაშოდ მოგეჩვენებათ.


ბიზნეს-ჯეტებისთვის დამახასიათებელია ფართო სავარძლები, მაგიდები, დივნები. თვითმფმფრინავის დიზაინთან დაკავშირებით ყველაფერი ასე ხდება: ავიასამშენებლო კომპანიაში მიდის ძალიან მდიდარი ადამიანი. კომპანია სალონის დიზაინის ათეულობით ვარიანტს სთავაზობს. შემდეგ საქმეში დამკვეთის სურვილებიც ერთვება, რომელიც მზად არის საკუთარ ახირებებში 100 მილიონამდეც კი გადაიხადოს. მაგალითად, მას სურს, რომ ხალიჩა იყოს არა ნაცრისფერი, არამედ მწვანე, ითხოვს, საშხაპე

უფრო ფართო გაუკეთონ, სალონში განსაკუთრებული პლაზმური კედელი დაახვედრონ. ასე რომ, თვითმფრინავის შიდა სალონი დამკვეთის ხასიათის მიხედვით იცვლება.

ზოგიერთ შემთხვევაში ხალიჩას გადაკრული აქვს სპეციალური დამცავი ფირი, რათა ქალბატონების მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა ის არ დააზიანოს.
როგორც ამბობენ, ბიზნეს-ჯეტებით ძირითადად მინისტრები და სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნები სარგებლობენ. ხშირი გადაფრენების გამო მათ თვითმფრინავი-სასტუმროს ნომერის ფორმატით უწევთ სარგებლობა.

თვითმფრინავის ყველაზე საინტერესო ნაწილია საძინებელი, რბილი ორადგილიანი საწოლითა და ტელევიზორით. 
საძინებლის გვერდით ძალიან კომფორტული აბაზანაა. აქვეა ხოლმე სათათბირო ზონა. დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში

კომენტარები

ქეთი 2016-09-20 10:38
ადამიანის ამბიციებს ხომ არ აქვს საზღვარი
:(

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები