თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც პლასტმასის ჭურჭელს არ იყენებენ. სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ დავიჯეროთ თუ არა მის მავნებლობაზე გავრცელებული ინფორმაციები, საფრანგეთში მის აკრძალვას აპირებენ.
საფრანგეთში ბუნების დამცველები ერთჯერადი ჭურჭლის - ბიოლოგიურად გადაუმუშავებელი ნარჩენების - გამოყენებას აკრძალავს მოითხოვენ.
2017 წლიდან საფრანგეთის სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პაკეთებს აღარ გამოიყენებენ. ხოლო 2020 წლიდან აღარც საკვები გაიყიდება პლასტიკურ ტარაში. ამგვარად, ბუნებაც დაცული იქნება და ელექტროენერგიაც დაიზოგება, რომელიც პლასტიკური ნარჩენების გადამუშავებას ხმარდება.
საფრანგეთი პირველი ქვეყანა არაა, ვინც ამგვარ აკრძალვას განახორციელებს. აშშ-ის ზოგიერთ შტატშიც აკრძალულია პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება.
საფრანგეთის მსგავსად ეკოლოგიაზე მზრუნავი სხვა ქვეყნებიც ცდილობენ აკრძალვის განხორციელებას, მაგრამ დაირღვევა ევროკავშირის ნორმა - საქონლის გადატანის შესახებ. კანონს სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ბრიუსელის ასოციაცია Pack2Go, რომელიც პოლიეთილენის ტარას აწარმოებს.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ერთჯერადი ჭურჭელი მომავალში კიდევ უფრო დაანაგვიანებს გარემოს. თუ პროდუქტი პლასტიკატში გაიყიდება, ხალხს ეგონება, რომ ის ბიოლოგიურად გადამუშავდება და პიკნიკების შემდეგ მას ბუნებაში დატოვებს, რაც კიდევ უფრო დააბინძურებს ეკოლოგიას.