ჩვენი სტუმარი ქალბატონი ნინო აბზიანიძეა, რომლის მშვენიერ ბაღს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს (იხილეთ სტატია). ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, დიზაინის ფაკულტეტზე გრაფიკის ლექციებს კითხულობს, ამავე დროს ძველ ქართულ, ეროვნულ მოტივებზე თანამედროვე სამოსს ქმნის, ქმნის დეკორის ელემენტებს.
ქართული ეროვნული სამოსი ეთნიკური კუთხეების მიხედვით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თითოეულ ეთნიკურ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი სამოსი ჰქონდა. ქალბატონმა ნინომ ეროვნული სამოსის შექმნა სწორედ ძველი ორნამენტების და სხვადასხვა დეტალის შესწავლით დაიწყო.
- ძალიან საინტერესოა თანამედროვე კოსტიუმში ხევსურული ორნამენტების გამოყენება, რადგან იგი მრავალფეროვანია და ორიგინალურობით გამოირჩევა...
საახალწლო დეკორი
ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო.
- ვხატავ ესკიზებს, ვაკერინებ მოდელს და შემდეგ ვიწყებ ხელით მუშაობას. თითოეულ ბისერსა და ქვაში დიდ სიყვარულს ვაქსოვ. როცა დასრულებულ ნამუშევარს ვხედავ, დიდ კმაყოფილებას და სიამოვნებას განვიცდი, თითქოს ჩემი განცდები, გრძნობები საზოგადოებამდე მივიტანე. ხელოვნება ძალიან კარგი საშუალებაა საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ.