წლებია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის მიხეილ მამულაშვილის შთამომავლობა მცხეთაში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს და ცდილობს, უნიკალური ბაღი და ერთ დროს მშვენიერი წალკოტი, ისევ ისეთი მიმზიდველი გახადოს, როგორიც მისი დამფუძნებლის პერიოდში იყო. გვესაუბრება მამულაშვილების მეოთხე თაობის წარმომადგენელი მიხეილ მამულაშვილი, მას ბავშვობიდან წინაპრების საქმის გამგრძელებლად ზრდიდნენ.
- დიდ პაპას მოვესწარი, თუმცა პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს. პაპიდა პელაგია - მიხეილის ქალიშვილი, მცენარეების შესახებ საინტერესო ამბებს მიყვებოდა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ პაპიდამ არ გამიშვა - აქ უფრო მეტს ისწავლიო. მერე ბუნების დაცვის სახალხო
უნივერსიტეტი დავამთავრე. მიხეილი ერთ მცენარეს „ყვავილების დედოფალს“ ეძახდა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე საათით და თან ღამით ყვაოდა. ულამაზესი ყვავილის სანახავად არაერთი ცნობილი ადამიანი მოდიოდა და ღამესაც ათევდა. დიდი პაპა მიხეილი ბევრთან მეგობრობდა. მას ხშირად სტუმრობდნენ ლადო გუდიაშვილი, გოგლა ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, იაკობ ნიკოლაძე...
ილიას ნაჩუქარ, ქვევრის ორ სარქველის ქვას (ას წელზე მეტი ხნისაა) მიხეილი ყოველ ილიაობაზე მაგიდად იყენებდა. დგამდა მასზე დოქით ღვინოს, ფიალებს და ვინც მოვიდოდა, ყველა ილიას მოსაგონარ სადღეგრძელოს სვამდა. ჩვენ აქ ყველაფერს, თითოეულ ქვას ვუფრთხილდებით. ამ ეზოში ყველაზე ადრე დარგული ხე არის მუხა, ახლა მასზე სუროა შემოხვეული, იქით ქვამუხა დგას, ნაძვებიც დიდი ხნის წინანდელია...
- რა თვისებებით გამოირჩეოდა ბატონი მიხეილი?
- მისი გული და გონება სულ მცენარეებს დასტრიალებდა, ძალიან კეთილი კაცი და ღირსეული პიროვნება იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ თეკლა ბატონიშვილის ნაქონი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი შეისყიდა და სახელმწიფოს გადასცა. თუმცა, იმ დროს უჭირდა და თანხის ნაწილი ისესხა თურმე. მიხეილს თბილისში, თამამშევის ქარვასლის ერთ ოთახში ყვავილების მაღაზია „სოლეიდორი“ ჰქონდა, იქ მოურავს უნახავს გასაყიდად გამოტანილი ძვირფასი ხელნაწერი...
- მიხეილ მამულაშვილი საკუთარი სახლის ეზოშია დაკრძალული, ანდერძით დაიბარა?
- არა, ამ საქმეს შეალია მთელი ცხოვრება და მისი ადგილი აქ უნდა ყოფილიყო. მიხეილის მეუღლე და ძმები სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არიან დაკრძალული. როცა მონასტერში მოღვაწე ხალხი იდევნებოდა და ხელისუფლებამ ისინი იქიდან გამოყარა, პაპას ღამით ჩუმად გამოუტანია ხატები, წიგნები და მათ, თავის სახლში მიუჩინა ადგილი. მონაზვნებიც რამდენიმე ხნის მანძილზე ამ სახლში შეიფარა. ბევრი სიკეთე დაუთესია ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე და საერთოდ, თავისი ქვეყანა უყვარდა, პატრიოტი კაცი იყო.
- ბაღის დათვალიერების მსურველები ახლაც მოდიან?
საუბარში მიხეილის მეუღლე მარიკა ჩაგვერთო:
- ჩვენი კარი მუდამ ღიაა. ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის, ბაღს მოივლიან ხოლმე. თუ რამეს გვკითხავენ, რა თქმა უნდა, ვპასუხობთ. ბაღი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ბიუროკრატიული მოთხოვნების გამო, არაფრის უფლებას არ გვაძლევენ. სათბურს ვაკეთებდით და გაგვაჩერეს, გვითხრეს, პროექტია საჭიროო. სამი წელია ამ პროექტს ველოდებით. სახლი ავარიულია, თავზე გვენგრევა. აივანი ისეთი დეფორმირებულია, სიარულიც კი საშიშია. იატაკი რომ ჩავარდეს, ჭერიც ჩამოინგრევა. ოთახებში, სარდაფებში - ყველგან წყალი ჩამოდის. არავითარი დახმარება არავისგან არ მიგვიღია.
- ვის მიმართეთ დასახმარებლად?
- ყველასთან მივედი, ვისთანაც შეიძლებოდა. ჩემ მეუღლეს ჯანმრთელობა ძალიან შეერყა და ამიტომ მე დავდივარ. მუნიციპალიტეტით დავიწყე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ნიკოლოზ ანთიძესთან ვიყავი. ერთი წლის წინ მივედი მცხეთის მერთან, დეპუტატთან. მერე გვითხრეს, რომ მცხეთაში შეიქმნა ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მათთვის უნდა მიგვემართა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შედეგი არაფერია. სათბურის გადახურვის ნებართვა არ გვაქვს და ის ძველი ქვები, რითაც იყო აშენებული, სულ იშლება, ზედ წყალი დასდის. ასე რომ გაგრძელდეს, მთლიანად დაიშლება. ვითომ, ისეთი პროექტი უნდა მოამზადონ, რომელიც ძველ იერს არ დაუკარგავს. სუკულენტებისთვის სათბური აუცილებელია და არანაირი პირობები არ გვაქვს ამ მცენარეების მოსავლელად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რომ ამბობს, თანხები არ არისო, მესმის, მაგრამ პროექტი მაინც მოგვეცით, რა გახდა ერთი პროექტი? ახლა, შემდეგ კვირას გვაქვს შეხვედრა. ძალიან გულნატკენები ვართ.
მიხეილი:
- ამჟამად, მიხეილ მამულაშვილის ჩანაწერები, ძვირფასი წიგნები, დოკუმენტები, წერილები, სიგელები, მედლები, ხელნაკეთი ბარათები (ჰერბარიუმები) - თითქმის ყველაფერი ჩალაგებული გვაქვს ყუთებში. ვინახავთ მის ნაქონ ტახტს, გვაქვს კოტე აფხაზის ოჯახის ნაჩუქარი კარადა და ორი დიდებული ვაზა, სხვა მემორიალური ნივთებიც არის. ჩვენი დიდი სურვილია, სახლში მუზეუმი გავაკეთოთ, რომ ნივთები სათანადოდ და ლამაზად განვათავსოთ. ეს არის ჩემი ოცნება.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები
ინერნეტში კარგია, მაგრამ ჟურნალის ფურცლებს არაფერი შეედრება.