ქალაქური ცხოვრება, გაუთავებელი ქაოსი, დამღლელი ხმაური, დაბინძურებული ჰაერი,ხშირად სირთულეებს წარმოადგენს და სულიერად ღლის ადამიანს. აქედან გამომდინარე გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სადღაც გაექცე, დაემალო, ქალაქგარეთ მშვიდ და მწვანე გარემოში გაატარო გარკვეული დღეები. სწორედ ასეთი თავშესაფარია მარიამ პირველისთვის ბებია-ბაბუის სახლი სამტრედიის რაიონ სოფელ იანეთში, რომელიც პატარა სამოთხეს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ ეზოს.
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- ახლახან დავამთავრე სწავლა და ადვოკატის თანაშემწედ ვმუშაობ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ საქმის კეთება, რომელსაც დღეს ვემსახურები. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც ყოველდღიურად მზრდის
და შეუძლებელია, როდესმე ამოწურო. ამიტომ მოითხოვს მუდმივ კითხვას და ფიქრს, ადამიანებთან ურთიერთობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას, რაც რეალურად, არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ზოგადი თვალსაზრისითაც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
- მოგვიყევით თქვენს სოფელზე, სახლზე, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობს... როგორც ვიცი მისი ეზო, ბაღი განსაკუთრებულად ლამაზია...
- ვცხოვრობ თბილისში, ქალაქის შუა გულში, რაც მოგეხსენებათ, არსებული ურბანული პირობებიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელოა. მაგრამ საბედნიეროდ, ამ ქვეყნად მოიძებნება ადგილი, სადაც შემიძლია „გავექცე“ ყოველდღიურ დაძაბულობას, ქალაქისთვის დამახასიათებელ ქაოსსა და ხმაურს. ასეთი ადგილი არის ჩემი სოფელი-სამოთხე დედამიწაზე, როგორც ვეძახით მე და ჩემი მეგობრები, ახლობლები, სადაც გარდა ბუნებრივი რესურსისა, ჩემი დიდი ბებია-ბაბუის, ახალ კი უკვე ბებია-ბაბუის დამსახურებით, ულამაზესი ეზო და სიყვარულით სავსე გარემოა შექმნილი. ეს სახლი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამტრედიის რაიონ სოფელ იანეთში მდებარეობს, სადაც ძალიან ტკბილი ბავშვობა მაქვს გატარებული, სადაც ჩემმა წინაპრებმა საგულდაგულოდ მოაწყვეს მომავალი თაობისთვის კომფორტული სამყოფელი. გადამეტებული არ იქნება ალბათ შეფასება, თუ ვიტყვი, რომ თითოეულ მცენარეს, ეზოს ყოველ კუთხე-კუნჭულს ეტყობა საოცარი ზრუნვა და მოფრთხილება. სწორედ ამიტომ, ის არაერთი მყუდრო და გამწვანებული სივრცე, კუთხე, რომლებიც ამ ეზოშია, მე და ჩემს მეგობრებს გამუდმებით თავისკენ გვიზიდავს. ამ ეზოში ყოველი კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია.
- რამდენ კვადრატულ მეტრზეა თქვენი ბაღი გაშენებული?
- ეზო არის 1 ჰექტარი, რაც მთლიანად არის ათვისებული. ეზოში გაშენებულია ვაზი, არის აკაციის ტყე, თხილის პლანტაციები, ციტრუსი, ატმის ხეები და პატარა ბოსტანი.
გაზაფხულზე ეზოში გადაპენტილია უამრავი გლიცინია, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევს და მის კალთის ქვეშ მოკალათება ჩვენი საყვარელი რიტუალია. კალთას იმიტომ ვამბობ, რომ გლიცინიას დახუნძლული ტოტები მიწის მიმართულებით აქვს დაშვებული, ხოლო მის ქვეშ მოსასვენებლად მყუდრო სივრცეა შექმნილი. გარდა ამისა, ეზოს შუაგულს ამშვენებს ვეებერთელა მიმოზა, რომელსაც გარდა შთამბეჭდავი ვიზუალისა, საოცარი პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რაც იმით გამოიხატება, რომ დღის განმავლობაში ის საოცარ ჩრდილს ქმნის ეზოში და შესაბამისად, სიგრილესაც. ასევე ეზოში მრავლადა ლიმონისა და მანდარინის ხეები, რომელიც გვანებივრებს, როგორც გემრიელი ნაყოფით, ასევე სილამაზით.
ადრე, როდესაც ჩემი დიდი ბებია ცოცხალი იყო, მას ჰქონდა საკუთარი ვარდების ხეივანი, რომელსაც განსაკუთრებულად უვლიდა. ეს ჩემს მეხსიერებაში ღრმა ბავშვობიდან არის შემორჩენილი. ახლა ჩვენ ვცდილობთ არ შევწყვიტოთ ყვავილებთან ურთიერთობის ტკბილი ტრადიცია და ყოველ ვიზიტზე, ახალ-ახალი ნერგები ჩამოგვაქვს ყვავილების ხეივნისთვის. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს წინა ეზოში ბალახის მწვანე საფარი, რომელიც ბაბუაჩემის დამსახურებით მუდამ გასაოცარ ფორმაშია და არსებულ მცენარეებთან ერთობლიობაში, საოცრად ლამაზ სურათს ქმნის.
- ალბათ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა. როგორ მოგყავთ ხეხილი, ბოსტნეული, ამ შესაწამლად რა საშუალებებს იყენებთ?
- დაგეთანხმებით, რომ სოფელი მხოლოდ იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ აქ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანის გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს. ეს ფუფუნება აქ ყოველთვის არსებობდა, განსაკუთრებით სანამ ჩემი დიდი ბებია ზრუნავდნენ ამაზე. ვინაიდან ჩემი ბებია-ბაბუა დღემდე აქტიური პროფესიული საქმიანობით არიან დაკავებული, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ნაკლები დრო რჩებათ და ის დროც, რომელიც მათ ხელშია, მაქსიმალურად მიმართულია იმისკენ, რომ შექმნან ლამაზი და კომფორტული გარემო აქ მომსვლელი ადამიანებისთვის. თუმცა, ბოლო ხანებში, ბებია ნელ-ნელა „მიეპარა“ მეურნეობის ნაწილსაც, ჩვენს მოკრძალებულ ეზოში მოიპოვება ჩვენთვის საყვარელი პროდუქტები, როგორიცაა სალათის ფოთლები, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, პიტნა, კეჟერა და ა.შ. ასევე აღსანიშნავია თხილის ხეები სახლის უკან, რომლის მოვლა კიდევ ცალკე პროცესია, თუმცა, ამასაც თავისი დანიშნულება და ხიბლი აქვს. გარდა ამისა, უკანასკნელ წლებში ბაბუამ მოსინჯა ეზოში კივის გაშენებაც და ეს მცდელობაც საკმაოდ წარმატებით დასრულდა. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და თანაც, ჯანსაღი გარემოს ნაწილი გახდეთ.
- როგორც გვითხარით, ბაღს მრავალწლიანი ისტორია აქვს. მოგვიყევით ადამიანებზე, ვინ ბაღს საფუძველი ჩაუყარა.
- დიახ, ამ სახლსა და ეზოს დიდი ისტორია აქვ. დედაჩემის წინაპრების მიერ აშენებული იმერული ტიპის სახლი, თაობების მიერ ნელ-ნელა იმ დროისათვის არსებული სტანდარტებისა და გემოვნების შესაბამისად იცვლებოდა და საბოლოოს, იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს, ბებიასა და ბაბუის შრომის შედეგია. ცხადია, ჩვენც, შვილებს, შვილიშვილებს, ამ ოჯახის ყველა წევრს, შეგვაქვს ჩვენი წვლილი, მის მოვლა-პატრონობასა და გალამაზებაში, თუმცა ჩვენი წვლილი საბოლოო სურათის შექმნისათვის მაინც მინიმალურია. მთელი წლის განმავლობაში ისინი უვლიან და როგორც თვითონ ამბობენ, ელიან ზაფხულის დღეებს, როცა ჩვენ ჩავდივართ, ვტკბებით და ვნებივრობთ ამ სილამაზით. ჩვენ არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის ყველა სეზონზე ვსტუმრობთ ჩვენს ლამაზ ეზოს. ის წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული ხიბლის მატარებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში ხანგრძლივი ვიზიტები გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთოთ ეზოს დასუფთავებისა და გალამაზების საკრალურ ცერემონიაში. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ბაბუაჩემი საოცარი რუდუნებით უდგება ამ პროცედურას, იმდენად მოწესრიგებულია ირგვლივ ყველაფერი, რომ აქ სამუშაო პროცესიც კი სასიამოვნოა.
- მარტო, რომ დარჩეთ თქვენი ბაღის პირისპირ, შეძლებთ მის მოვლას, ამ საქმის გაძღოლას?
- თამამად ვაცხადებ, რომ მარტო ამ ეზოსა და ბაღის პირისპირ, ვერაფერს შევძლებ. ამ პეიზაჟით ტკბობა ერთია, მაგრამ მეორეა, ის უდიდესი ძალისხმევა და ენერგია, რომელსაც მისი მოვლა მოითხოვს. მე არაერთხელ გავმხდარვარ მონაწილე და შემსწრე იმისა, თუ რამდენად შრომატევადია დიდი ეზოსა და ბაღის მოვლა. ამიტომ ალბათ არასდროს დავიღლებით ვუთხრათ უდიდესი მადლობა ჩვენს ბებოს და ბაბუს, იმისათვის, რომ ამ შრომას ჩვენი სიამოვნებისა და გახარებისათვის გამუდმებით ეწევიან.
- როგორც აღნიშნეთ ძალიან შრომატევადია ამხელა ბაღის მოვლა. ამ მძიმე შრომის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა?
- ოჯახის წევრების თანადგომა არის უპირობო საიდუმლო არა მხოლოდ ეზოს ვიზუალური გალამაზებისათვის, არამედ იმ ატმოსფეროს შექმნისათვის, რომელიც ადამიანებს მუდამ თავისთან უხმობს. თითქოს ერთგვარი რიტუალია ამ ეზოში ფუსფუსი, რომლითაც ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ, შრომის პროცესიც უფრო სახალისო ხდება და რაც მთავარია, ოჯახის წევრები ერთმანეთს პოზიტიურ ენერგიას ვუნაწილებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ოჯახის წევრების, მეგობრების მიერ საქმის ერთად კეთება გაცილებით ნაყოფიერია, როგორც შედეგობრივი თვალსაზრისით, ასევე ძალიან დადებითად აისახება პოზიტიური განწყობის შექმნაზე და ისეთივე ჯანსაღი და ფერადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორიც აქაურობაა.
- როგორ ფიქრობთ რით არის თქვენი ბაღი გამორჩეული?
- არ ვიცი, რამდენად მართებულია იმის მტკიცება ჩემი მხრიდან, რომ ჩვენი ეზო განსაკუთრებული და გამორჩეულია. მიხარია, თუ აქ მოსული ადამიანები ასეთ შეფასებას არ იშურებენ. ალბათ განსაკუთრებული ის არის, რომ იმ ფონზე, როცა ადამიანები სოფელს ტოვებენ, ჩვენ გარკვეულწილად მეტად ვუახლოვდებით, მეტად ვზრუნავთ მასზე და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც აქ მოსულ ადამიანს არასოდეს დაავიწყდება, მუდამ გაუჩნდება სურვილი დაბრუნების და ზოგადად, შეაყვარებს სოფელსა და დააფასებს მას. და მაინც, მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩვენ, მე და ჩემს ბიძაშვილს, დეიდაშვილებს, ეს ეზო შეგვაყვარა უფროსმა თაობამ, და ეს სიყვარული დიდწილად იმ ურთიერთობებზე და გარემოზეა დამყარებული, რომელიც აქ არსებობდა, არსებობს და მჯერა, ყოველთვის იარსებებს!
- ალბათ ბევრ სტუმარს მასპინძლობთ. როგორ უმასპინძლდებით მათ?
- ჩვენს ეზოში სტუმრების მისაღებად ზაფხული საუკეთესო დროა. პირველად, ჩემი მეგობრები 15 წლისამ ჩამოვიყვანე აქ, იმდენად ღრმა შეყვარება სცოდნია აქაურობას, რომ ტრადიციას არ ვარღვევთ და მე-9 წელია რამდენიმე დღეს აუცილებლად გამოვნახავთ ხოლმე იმისათვის, რომ ერთად ვესტუმროთ სოფელს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ეზომ სტუმრები ნაკლებად იცის, აქ ყველა ისე გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში, და ეს ყველაზე დიდი წარმატებაა ბებოსა და ბაბუსთვის. ბედნიერები არიან, როდესაც თავიანთი თავდაუზოგავი შრომის შედეგს ჩვენს გახარებულ და აღტაცებულ მზერაში ამოიკითხავენ ხოლმე. გამასპინძლებას რაც შეეხება, ბაბუ თავისი ოქროს ხელებით ეზოს სხვადასხვა კუთხისთვის ათასგვარ მოსასვენებელ ავეჯს აწყობს, ჩამოვკიდებთ ჭრელა-ჭრულა ჰამაკებს, საქანელებს, შემოვუსხდებით ირგვლივ ლიმონის ტოტებში ჩარგულ ბასეინს და შევექცევით ჩემს საფირმო ცივ ყავას ნაყინით, ანდაც ბაღის პიტნის ჩაის, ჭაში ჩაციებულ ნესვსა და საზამთროს, მეზობლის ყანიდან მოწოდებულ სიმინდსა და გოგრას, ჩვენს მიერ მოხეფილ და გარჩეულ თხილ და კიდევ ვინ მოსთვლის, ათასნაირ სანოვაგეს დალოცვილი სოფლის მიწიდან ბოძებულს. მოკლედ, ეს არის სახლური, ძვირფასი და ფერადი რიტუალი, რომელსაც ვცდილობთ ვაჩუქოთ ერთმანეთს, ჩვენი ოჯახის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ეზოში ყოფნა სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები