როგორ შეიძლება მოაწყოთ აივანი ან სახლის ბაღი ძველი ყუთებით და პალეტებით

მალე მოვა ზაფხული. სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავიწყოთ მზადება ჩვენი საცხოვრებელი ადგილების გადსახალისებლად. ვისაც აგარაკი არ გაქვთ, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, როგორ შეიძლება კორპუსში მცხოვრებმა ადამიანმა მოიწყოს პატარა სახლის, პალეტის ბაღი.

1.მოვიძიოთ პალეტი ან პადონი
ამ შემთხვევაში მოთხოვნა პალეტის ან პადონისადმი ელემენტარულია, მთავარია, რომ მისი ყველა დაფა ადგილზე ოყოს. პადონის მოძებნა პრაქტიკულად ყველგან არის შესაძლებელი, ნებისმიერ საწყობში, ბოსტნეულის მაღაზიაში, ბაზარში. თუ თქვენი პალეტი სულ ახალი იქნება, შესაბამისად, ბაღიც უფრო ლამაზი გექნებათ.

2. მოვამზადოთ მასალა
გარდა პალეტის თქვენ დაგჭირდებათ

რამდენიმე ტომარა ყვავილების მიწა, გადასარგავი ყვავილები, ლანდშაფტის მატერია, სტეპლერი და ზუმფარის ქაღალდი.

3. დავამუშავოთ პალეტი
ზუმფარის ქაღალდით შევფუთოთ პალეტი

4. ვიმუშაოთ სტეპლერით
მოვზომავთ ლანდშაფტის მატერიის საჭირო რაოდენობას, რითიც კარგად შევფუთავთ პალეტს გვერდებსა და ძირს,ამის შემდეგ სტეპლერის საშუალებით ვამაგრებთ მატერიას პალეტზე 5 სმ-ის ინტერვალით.

5.გადარგვა
ახლა გადავიდეთ მთავარზე. პირველ რიგში ყვავილებს პალეტის ზედა მხარეს ვრგავთ, შემდეგ ვავსებთ მას მიწით, თანაბრად ვანაწილებთ მთელ პადონზე და ახლა ყვავილებს მეორე რიგში ვრგავთ. ყვავილები უნდა იყოს ბევრი, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყვნენ განთავსებულები.

6.დავამონტაჟოთ ბაღი აივანზე
როდესაც ყვავილების გადარგვას დავასრულებთ, პალეტს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოვათავსებთ აივანზე. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ყვავილები კარგად ჩამაგრდება მიწაში, შესაძლებელია მისი ვერტიკალურად განთავსება და თქვენი მინი ბაღიც მზად არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები