დაბა ბაკურიანი თავისი უნიკალური ბუნებითა და გამართული სათხილამურო ინფრასტრუქტურით მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება. ბაკურიანს არასდროს აკლდა დამსვენებლები და ყოველთვის იყო მოთხოვნადი ბუნებისა თუ სპორტის მოყვარულებში. თუმცა ტურისტებში მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ. ბაკურიანს კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას მოუტანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც 2025 წელს უმასპინძლებს. კურორტი მხოლოდ ზამთარში როდია პოპულარული, მას ოთხივე სეზონზე აქტუალურობას უნარჩუნებს უნიკალური მიკროკლიმატი და გამაჯანსაღებელი ბუნება. ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტების
არქი დიალოგ კოხტა - ევროპული სტანდარტის, მულტიფუნქციური აპარტოტელი
ბაკურიანში ბინის შეძენის მსურველებს არქი მულტიფუნქციურ აპარტოტელს სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და მაღალი დონის სერვისებით. არქი დიალოგ კოხტა ულამაზეს ბუნებაში, სათხილამურო ტრასა „კოხტადან“ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. აპარტოტელის გარშემო არსებული ბუნება ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დამსახურებით ლამაზთან ერთად გამაჯანსაღებელიცაა, რაც დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე იზიდავს. არქი დიალოგ კოხტაში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის:
· სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისები;
· რესტორანი უგემრიელესი კერძებით;
· ბარი და კომფორტული ტერასა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
გარშემო არსებული სიმწვანის გარდა დიალოგ კოხტას თავისი 3 500 კვ.მ. გამწვანებული ეზოც აქვს. აპარტოტელის მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. მის დახვეწილ და ლამაზ არქიტექტურაში გათვალისწინებულია ბაკურიანის ურბანული მდმგომარეობა.
ინვესტირება არქი დიალოგ კოხტაში და ბინის შეძენის პირობები
არქის აპარტოტელში ინვესტიციის გაკეთება კომფორტულია, რადგან კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას. ეს ნიშნავს, რომ დიალოგ კოხტაში ბინის მფლობელს არ სჭირდება დამქირავებლის მოძიება და მასთან კომუნიკაცია, დროის გაქირავებასთან დაკავშირებულ დეტალებზე დახარჯვა. არქის აპარტოტელში ბინის მფლობელი ოთხივე სეზონზე დამატებით შემოსავალს ყოველგვარი ძალისხმევია და დროის დახარჯვის გარეშე მიიღებს. არქი დიალოგ კოხტაში ბინები სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ოთახის აღჭურვილობით ბარდება, აპარტამენტის შეძენა კი ძალიან მარტივია, რადგან შესაძლებელია 12 წლამდე განვადებით სარგებლობა ისე, რომ წინასწარ თანხის შეტანა სავალდებულო არ არის. არქი ბინის შეძენის მსურველებს საუკეთესო გადახდის პირობების და მომხარებელზე მორგებული გრაფიკის გარდა სპეციალურ ფასდაკლებებს სთავზობს ბინის ერთიანი გადახდით შეძენისას.
R