როგორ გავაფორმოთ ეზო დეკორატიული ხიდით


როგორ შეიძლება მხოლოდ ერთი ელემენტის წყალობით მთელი ეზოს გადასხვაფერება?
ეზოს დეკორატიული ხიდი - მრავალფუნქციური გადაწვეტილება, რომელზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ.
დეკორატიული ხიდის მეშვოებით, რომლიც ლანდაშფტის დიზაინში შეუცვლელი დომინანტი გახლავთ , შეიძლება არა მარტო ეზოს, ბაღის გალამაზება, არამედ პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, ღრმულის ამოვსება ან ნათესების დაცვა თუ დამალვა.



ხიდი ხაზს გაუსვამს თქვენი ბაღის სტილს და საერთო ლანდშაფტის დიზაინის შთამბეჭდავ და ორიგინალურ ელემენტად იქცევა.
შემოგთავაზებთ დეკორატიული ხიდების ვარიანტებს, არჩევანი კი თქვენი გასაკეთებელია.

დეკორატიული ხიდი, როგორც გადასვლის საშუალება
როგორც წესი, ხიდი საჭიროა ერთი წერტილიდან
მეორე წერტილში გადასასვლელად თუ შუაში არის ან გუბურა, ან ხელოვნური პატარა ტბა ან სხვა დაბრკოლება.


ამ შემთხვევაში აუცილებელია ხიდის დეკორაციის დროს ყურადღება მიექცეს არა მარტო ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ამტანობას, რამდენად კარგად გაუძლებს ექსპლუატაციას, რათა მაქსიმალურად სანდო იყოს.



საჭიროა თუ არა დეკორატიული ხიდი პატარა ეზოში



პატარა სივრცე არ არის მიზეზი იმისა, რომ უარი თქვათ ლანდშაფტის დიზაინის ყველაზე ეფექტურ ელემენტზე.
ამ შემთხვევაში მთავარია კონსტრუქცია იყოს დახვეწილი და მინიატურული. აღნიშნული ელემენტი ერთმანეთთან დააკავშირებს ორ განსახვავებულ ფუნქციონალურ ზონას.






დეკორატიული ხიდი გარკვეული ხარვეზის შესანიღბად


ხიდის მეშვეობით ძალიან ეფექტურად შეიძლება დაიფაროს ნებისმიერი პატარა ხარვეზი, რომელმაც თავი მოგაბეზრათ. მაგალითად არც ისე ლამაზი გაზონი ან ორმო.


იაპონური ხიდი


იაპონური სტილის დეკორატიული ხიდები პირველ რიგში ესთეტიური რელაქსისთვის არის შექმნილი. თუ თქვენი ბაღის ინტერიერი აიტანს იაპონურ სტილს, მაშინ გირჩევთ ასეთ გადაწყვეტილებაზე უარი არ თქვათ.




დეკორატიული ხიდი, როგორც მკვეთრი აქცენტი



თუ თვლით, რომ თქვენს ბაღს აკლია ფერები და ცოტა მოსაწყენია, შეგიძლიათ აქცენტად დეკორატიული ხიდი გამოიყენოთ და დარწმუნდებით, რომ შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იქნება.


ნუ დაივიწყებთ ხიდდთან ერთად განათებას და ყვავილებს, ასე თქვენი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ლამაზი და შთამბეჭდავი იქნება.
ასევე ძალიან საჭირო და გამართლებულია ხიდი იმ შემთხვევაში, თუ ეზოში დიდი ზომის კლუმბები გაქვთ და მათზე გადახტომა გიწვეთ ხოლმე.


















რა მასალით მზადდება ხიდი



ხიდის დასამზადებელ მასალებს შორის ყველაზე გავრცელებული ხეა, თუმცა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვა, მეტალი, ბეტონი. ძალიან მოსახერხებელია ასევე კომბინირებული ვარიანტები. შერჩევის დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, გაითვალისწინეთ, რამდენად დიდი იქნება მასზე დატვირთვა.




1


კომენტარები

Geo 2021-05-31 13:58
დეკორატიული კაშხალი ჯობია! მოამზადეთ სტატია მიკრო ჰესებზე, საინტერესო იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები